ვაკანსია - კვლევითი პროექტის მენეჯერი


       შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ. 87  ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სტრატეგიული     განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურში  კვლევითი პროექტების მენეჯერის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახური.

კვლევითი პროექტების მენეჯერი, 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

 სავალდებულოა ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება: დარიცხული 800  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების ხელშეწყობის სამსახურში  კვლევითი პროექტების მენეჯერის  მენეჯერის 1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აუცილებელი: უმაღლესი მაგისტრი ან დოქტორი; სპეციალობები:  განათლების ადმინისტრირება, განათლების კვლევები, განათლების მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი, კვლევის მეთოდები;
  2. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  3. სავალდებულოა ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  4. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  5. სავალდებულოა: საერთო სტაჟი - არანაკლებ 2 წლისა, მათ შორის არანაკლებ 1 წლისა სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებაში სამეცნიერო ან დამხმარე თანამდებობაზე;.

 

დამატებითი მოთხოვნები:

 - კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

-შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

1) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებაში მონაწილე პირთა რეესტრის წარმოება;

2) გარე წყაროდან მოზიდული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების დაფინანსების თაობაზე ინფორმაციას მოძიება, შეკრება და გავრცელება უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებში მოხსენებითი ბარათების წარდგენა სამსახურის უფროსისათვის.

3) რეკომენდაციის მომზადება სამსახურის უფროსისათვის ისეთი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს შინაგანაწესით განსაზღვრულ ხელშეწყობაზე, რომელსაც თანამშრომელთა და სტუდენტთა ჯგუფი ახორციელებს უნივერსიტეტის ინსტიტუციური მონაწილეობის გარეშე, შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის მომზადება - განცხადების განხილვის წესით;

4) საქმიანი მიმოწერის დოკუმენტების პროექტების მომზადება მოლაპარაკებათა პროცესში უნივერსიტეტის მიერ ისეთი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელებაზე, რომელიც ფინანსდება საქართველოს მთავრობის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც პოტენციურ დამფინანსებლებთან, ასევე პარტნიორებთან, თუ პროექტს უნივერსიტეტი განახორციელებს კონსორციუმის შემადგენლობაში - საჭიროებისას, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების წესით;

5) რექტორის ბრძანებათა პროექტების მომზადება საქართველოს მთავრობის, სამინისტროების, ადგილობრივი თვითმმართველობების, საქართველოს სხვა ორგანიზაციებისა და დაწესებულებების, უცხო ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული სამეცნიერო კვლევითი სამუშაოს გამახორციელებელი თანამშრომელთა და სტუდენტთა ჯგუფის შესარჩევი კონკურსის ორგანიზების საკითხებზე, კონკურსის მონაწილეთა განაცხადების შემფასებელი კომისიის დებულების პროექტის მომზადება - საჭიროებისას, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად;

6) უნივერსიტეტის შემოსავლებისა და ხარჯების წლიურ გეგმებში ცვლილებათა ინიცირება სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების დაწყების შემთხვევაში - საჭიროებისას, შინგანაწესით გათვალისწინებული წესით;

7) სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების ფარგლებში გასაწევი/გაწეული ხარჯების მიზნობრიობის შემოწმება და ხარჯის გაწევის ვიზირება - საჭიროებისას, შინგანაწესით გათვალისწინებული წესით;

8) რექტორის   ბრძანებათა   პროექტების   მომზადება   კონკურსის   გამოცხადებაზე შიდა საუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტის მოსაპოვებლად და კონკურსში მონაწილეობაზე დაშვებაზე, კონკურსის მონაწილეთა განაცხადების შემფასებელი კომისიის დებულების პროექტის მომზადება, რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება კონკურსში გამარჯვებული ჯგუფის წევრების დანიშვნაზე უნივერსიტეტის დროებით თანამდებობებზე - საჭიროებისას, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქციის შესაბამისად;

9)შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების ფარგლებში გასაწევი/გაწეული ხარჯების მიზნობრიობის შემოწმება და ხარჯის გაწევის ვიზირება - საჭიროებისას, შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით;

10) ინფორმაციას მოძიება, შეკრება და გავრცელება უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და სტუდენტებში მესამე პირთა მიერ დაგეგმილი სამეცნიერო კონფერენციების შესახებ, შესაბამისი მოხსენებითი ბარათების წარდგენა რექტორისათვის - ინფორმაციის მიღებისას, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით;

11) დასკვნის მომზადება უნივერსიტეტის სტრუქტურული ქვედანაყოფების, სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტური კლუბების, თანამშრომლების, სტუდენტების მიერ ინიცირებული სამეცნიერო კონფერენციების მოწყობის მიზანშეწონილობაზე - ინიციატივის წარმოშობისას, შინაგანაწესით განსაზღვრული წესით;

12)  რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება უნივერსიტეტის მიერ ჩასატარებელი სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის დანიშვნაზე

13) დასკვნის მომზადება მესამე პირის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო (სამეცნიერო-პრაქტიკულ) კონფერენციაზე უნივერსიტეტის სახელით თანამშრომლის, სტუდენტის ან მათი ჯგუფის მოხსენებით გამოსვლის დაფინანსების თაობაზე, რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება მოხსენების დაფინანსებაზე - განცხადების განხილვის წესით;

 

14) უნივერსიტეტში განხორციელებული სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომების პლაგიატზე შემოწმება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით.

15) კვლევების მიმართულებით შესრულებულ სამუშაოთა შესახებ წლიური ანგარიშის მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა - ყოველწლიურად, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით;

 

საკონკურსო თემატიკა

 

1) კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;

2)      კანონი „გრანტების შესახებ“;

3)    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 04.05.2011 №65/ნ ბრძანება „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“;

4)  შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წესდება;

5)  შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;

6) სტრატეგიული განვითარების, ინტერნაციონალიზაციისა და კვლევების სამსახურის დებულება;

7) შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების სახელმძღვანელო;

8)  შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქცია;

9) შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქცია;

10) შპს ქუთაისის  უნივერსიტეტის  სტრატეგიული  განვითარების  და  სამოქმედო გეგმები;

11)  საქართველოს კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook