ვაკანსია - უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის კოორდინატორი


      შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის 05/02/2019 წ. 93 ბრძანების თანახმად

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახურში უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის კოორდინატორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტი“

ვაკანსიის დასახელება:

სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახური:

 უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის კოორდინატორი, 1 (ერთი) ვაკანტური ადგილი

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 0431 24 52 97 (111);

საკონტ. პირი:

თინათინ მეფარიშვილი

განაკვეთი:

სრული

ენები:

 

ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

სავალდებულოა ინგისური ენის ცოდნა

შრომის ანაზღაურება: დარიცხული 800  ლარი.

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახურში უცხოელ სტუდენტთა ინტეგრაციის კოორდინატორის  1 (ერთი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  1. აუცილებელი: უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი;

სასურველი: მაგისტრის ხარისხი; სპეციალობები:  დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკისა და სოციალური მეცნიერებები, განათლების ადმინისტრირება, განათლების მენეჯმენტი.

  1. სავალდებულოა ქართულ ენაზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  2. სავალდებულოა ინგლისური ენის სულ ცოტა B2 დონეზე ცოდნა.
  3. სავალდებულოა: საოფისე პროგრამების ცოდნა: Microsoft office, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint,
  4. სავალდებულოა: შესაბამის სფეროში არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება .

 

დამატებითი მოთხოვნები:

 - კომუნიკაცია,

-გამართულად წერა,

-თანამშრომლობა/ტოლერანტობა,

- კეთილსინდისიერება,

-შედეგზე ორიენტაცია,

-სოციალური კავშირების დამყარება,

-დარგობრივი ცოდნის გამოყენება, ანალიზი,

- ინოვაციურობა,  ინსტრუქციების და პროცედურების დაცვა,

-სტრესის მიმართ გამძლეობა.

 

სამუშაოს აღწერა :

-მოახდინოს სამიზნე ქვეყნების იდენტიფიცირება, შეიმუშაოს უცხოელი სტუდენტების მოზიდვის მექანიზმები, უნივერსიტეტის ცნობადობის გაზრდის მიზნით სპეციალურად მომზადებული PR კამპანიის ფარგლებში,

-მასალის მომზადება (ლიფლეტები, ბუკლეტები), რომლშიც თვალსაჩინოდ იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, უნივერსიტეტის მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო განათლების გამოფენებში ცნობადობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

-გზამკვლევის მომზადება, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას როგორც უნივერსიტეტის, ასევე ქუთაისის და საქართველოს შესახებ (ტრანსპორტი, ცხოვრება, ჯანმრთელობის დაცვა, საბანკო ანგარიშების გახსნა, გართობა და ა.შ.);

-ადგილობრივ იუსტიციის სახლთან სამუშაო კონტაქტების გამყარება და საჭიროების შემთხვევაში უცხოელი სტუდენტების ან პროფესორების ასისტირება; უცხოელი სტუდენტებისა და პროფესორებისთვის საცხოვრისის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

-უცხოელი სტუდენტების უკეთ ინტეგრირების მიზნით სპეციალური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება (მათ შორის სოციალური მედიის საშუალებითაც); მოხალისეობის სისტემის პოპულარიზაცია ადგილობრივ სტუდენტებში, მათ შორის უცხოელი სტუდენტებისთვის დახმარების აღმოჩენის საკითხებში (peer tutors); ინტერესთა მიხედვით სტუდენტების კლუბების შექმნის მხარდაჭერა – ზოგადად, ინკლუზიის უზრუნველყოფა;

-სპეციალური კითხვარების შემუშავება ყველა რელევანტური მხარისთვის; მონაცემების რეგულარული შეგროვება; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად ინტერნაციონალიზაციის პროცესის მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; მათ შორის უცხოელი სტუდენტების რეგულარული გამოკითხვა, კმაყოფილების ინდექსის დადგენა და უკუკავშირზე აგებული მომსახურების სისტემის დანერგვა.

 

საკონკურსო თემატიკა

 

  1. კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
  2. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წესდება;
  3. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესი;
  4. სასწავლო პროცესების მართვისა და სტუდენტური სერვისების სამსახურის დებულება;
  5. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტად მიღების ინსტრუქცია;
  6. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოების ინსტრუქცია;
  7. საქ. კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ;

 

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა:

  1. განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორისადმი, ხოლო

                ელექტრონულად წარმოდგენის შემთხვევაში თემის ველში ვაკანსიის დასახელების

                მითითება;

  1. კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  2. სამუშაო გამოცდილებისა და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
  3. კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს

         მოქალაქისთვის - პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე

         პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

  1. ბაკალავრის/მაგისტრის დიპლომი, ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  2. არსებობის შემთხვევაში - ინგლისური ენის B2, ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (თუ სერთიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  3. სპეციალობით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა);
  4. სამოტივაციო წერილი;
  5. ორი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3x4 სმ ნაბეჭდი სახით, ან ელექტრონული ფორმით;
  6. ერთი CD დისკი, რომელზეც pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი (დოკუმენტაციის პირადად წარმოდგენის შემთხვევაში)
  7. pdf ფორმატის ერთი ფაილი რომელიც მოიცავს მოიცავს ყველა წარმოსადგენი საბუთის ელექტრონულ (დასკანერებულ) ასლს.

 

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები:

  • კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა საბუთები უნდა წარმოადგინონ პირადად, ან ელექტრონულად 2019 წლის 5 თებერვლიდან – 2019 წლის 19 თებერვლვლის ჩათვლით სამუშაო დღეებში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ კანცელარიაში (მის.: ქუთაისი, ა. წერეთლის ქ. #13, მეორე სართული), ან hr@unik.edu.ge -ზე (სადაც თემის ველში მიეთითება ვაკანსიის დასახელება). 
  • საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს.

 

კონკურსის პირობები, კონკურსი მოიცავს:

  1. საბუთების გადარჩევა

(რაც მოიცავს, კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით)

  1. გასაუბრება.

 

დამატებითი ინფორმაცია:

გასაუბრების ეტაპზე გადავლენ მხოლოდ ის კანდიდატი, რომლებიც დააკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს. გასაუბრებაზე მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატთან (მის მიერ განაცხადში ან CV-ში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით). კანდიდატი რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის სავალდებულოდ ასატვირთი დოკუმენტების ან/და ინფორმაციის არასრულყოფილად წარდგენის შემთხვევაში, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.

გასაუბრების დროისა და თარიღის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით (მის მიერ განაცხადში ან CV-ში  მითითებული ტელეფონის, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით)

კონკურსის გამარჯვებულს საკონკურსო კომისია გამოავლენს არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტამდე.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook