მან-სან-კანის შიდასაუნივერსიტეტო ფესტივალი


31 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის პატარა და მყუდრო დარბაზში დიდი მხიარულება და ხალისი სუფევდა: მან- სან-კან ფესტივალის სანახაობის მსურველებს დარბაზი უკვე ვეღარ იტევდა!
უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა 6 გუნდი ერთმანეთს ტოლს არ უდებდა ხალას და ჯანსაღ იუმორში. მონაწილე გუნდებს შორის იყვნენ უნივერსიტეტის წინა წლის ჩემპიონი გუნდი და ასევე დებიუტანტებისაგან დაკომპლექტებული გუნდები, რომლებიც წელს პირველად იდგნენ უნივერსიტეტის სცენაზე.
კომპეტენტურმა ჟიურიმაც კი ვერ მოახერხა გამარჯვებულის გამოვლინება: ორმა გუნდმა - ,,ავანტიურისტები“ და ,,ვირუსი“ ქულების ერთნაირი რაოდენობა დააგროვეს. ჟიურის მიერ დამატებით დასმული კითხვებითაც გაძნელდა უპირატესობის დადგენა. მაგრამ მან-სან-კანი ხომ მეგობრობის თამაშია - აქ დამარცხებული არ არსებობს!
წარმატებებს ვუსურვებთ ფესტივალში მონაწილე ექვსივე გუნდს და მოუთმენლად ველოდებით მორიგ მხიარულ თამაშებს.




არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook