სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა


ქუთაისის უნივერსიტეტის  კურსდამთავრებულები და სტუდენტები ჩაერთვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივითა და სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს კოორდინაციით შექმნილ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის გავლაც  შეუძლია  მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე პირებს.

საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების მიზანია: დასაქმების მსურველ პირთათვის პროფესიული გამოცდილების შეძენა ; სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება; საჯარო დაწესებულებებისათვის კვალიფიციური კადრების მომზადება.

სტაჟირების წარმატებით  გავლის  შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სერთიფიკატი შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook