შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს საქართველო-ისრაელის ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დისემინაციისადმი მიძღვნილ კონფერენციაში


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მულტიკულტურული განათლებისა და კულტურის კვლევების ცენტრი და ევროკავშირის პროექტების საერთაშირისო პრო­ე­ქ­ტების  DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC კოორდინატორების  ერთობლივი ინიციატივით 2019 წლის 9 მაისს თბილისში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სსუ) ჩატარდა  აღნიშნული პროექტების  იდეების დისემინაციისადმი  მიძღვნილი  კონფერენცია თემაზე   „ევროკავშირის პროექტები DOIT, CURE, ASSET, DARE, ABC  და  განათლების თანამედროვე პარადიგმები“.

 

კონფერენცია ეძღვნებოდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საქართველო-ისრაელის ერთობლივ საერთაშორისო პროექტებს და სპეციალურად გაიმართა ისრაელის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის დღეს.

 

კონფერენცია გახსნა შაბთაი ცურმა - ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენენ:

 

  • ლიკა ღლონტი - ERASMUS + საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორი;
  • რონდა სოფერი - მულტიკულტურული განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი, გორდონის კოლეჯის პროფესორი;
  • ლია ახალაძე - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (სსუ) განათლების ფაკულტეტის დეკანი

 

აღნიშნულ კონფერენციას დაესწრო შპს ქუთაისის უნივერსიტეტის CURE საპროექტო ჯგუფის 3 წევრი:

 

  1. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის რექტორი და CURE პროექტის მენეჯერი - ლელა ქელბაქიანი
  2. CURE საპროექტო ჯგუფის ხელმღვანელი - ელგუჯა დეისაძე
  3. CURE პროექტის მკვლევარ მასწავლებელი - მარიამ კილანავა

 

პლენარური სხდომის დასრულების შემდეგ მუშაობა გაგრძელდა სექციებში. №2 სექციაში (სამოქალაქო განათლება: კვლევა და სწავლა/სწავლება) ერთობლივი კვლევითი ნაშრომით „სამოქალაქო განათლების თემატიკის ინტეგრირება VaKE მეთოდით ინგლისური ენის სწავლების პროცესში“ აუდიტორიის წინაშე წარსდგნენ მარიამ კილანავა და ელგუჯა დეისაძე, რომლებსაც დისემინაციის კონფერენციის დასრულების შემდეგ გადაეცათ სპეციალური სერთიფიკატები.


არქივის ძებნა
კატეგორიები
facebook