ქუთაისის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური არის უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული სტრუქტურული ერთეული. ის  თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, უნივერსიტეტის წესდებითა და შინაგანაწესით. სამსახური თავის საქმიანობაში ითვალისწინებს ბოლონიის პროცესის ფარგლებში ევროკომისიის, ევროსაბჭოსა და იუნესკოს ეგიდით, შესაბამისი პროფილის ევროპული ასოციაციებისა და ორგანიზაციების მიერ შემუშავებულ სარეკომენდაციო დოკუმენტებს.

სამსახური თავის მუშაობას სამი მიმართულებით წარმართავს:

  • პერსონალის პროფესიული (აკადემიური და სამეცნიერო) განვითარების ხარისხის მონიტორინგი, შეფასება და მეთოდურ-ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
  • სწავლისა და სწავლების პროცესის მონიტორინგი, შეფასება და მეთოდური უზრუნველყოფა;
  • შიდა და გარე აკრედიტაციის პროცესის მეთოდურ-ექსპერტული უზრუნველყოფა, თვითშეფასების მომზადება.

ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტი

 

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოლეგიალური ორგანოა ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტი, რომელსაც აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. კომიტეტი განიხილავს ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებს. მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს როგორც სარეკომენდაციო, ისე დირექტიული ხასიათის, გამომდინარე კომპეტენციის არეალიდან, რომელსაც აზუსტებს საკუთრივ სამსახურის დებულება.

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ ხუთი წევრით და მისი უფლებამოსილების ვადაა 3 წელი.

 

ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის შემადგენლობა:
- ბაბუნაშვილი ეკატერინე - ასოც. პროფესორი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დირექტორი;
- კორძაძე თეა - ასოც. პროფესორი;
- შავიანიძე დავითი - ასოც. პროფესორი;
- ხიდაშელი მირზა- ასისტ. პროფესორი;
- კლდიაშვილი პანტელეიმონი - ასისტ. პროფესორი;
- შალამბერიძე ხათუნა - ასოც. პროფესორი;

- კამლაძე რობერტი - ასისტ. პროფესორი;