ქუთაისის უნივერსიტეტის (ყოფილი ქსეუ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩაატარა გამოკითხვა I კურსელებთან, თუ რამდენად კმაყოფილები არიან მათ მიერ არჩეული სპეციალობით, ქსეუში შექმნილი სასწავლო პროცესითა და ზოგადი პირობებით.
გამოკითხვაში მონაწილეობა უნდა მიეღო I კურსის 169 სტუდენტს, სულ მიიღო 121 სტუდენტმა. რაც 71,6% შეადგენს.
მონაცემები შესაბამისად დამუშავდა და ანალიზი გაკეთდა 6 ნაწილად.
გამოკითხვა #1
გამოკითხვა #2

 

2008 წელს ოქტომბერში ქსეუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა I კურსელთა მონიტორინგი უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგენიზაციის შესახებ. კვლევის მეთოდად გამოყენებული იქნა ანკეტური გამოკითხვა და უნივერსიტეტის პირველი კურსის 65 სტუდენტიდან გამოიკითხა 39  სტუდენტი, რაც 60% შეადგენს.
შედეგები

 

2009 წლის აპრილში ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის მიერ ჩატარებული იქნა საგანმანათლებლო მომსახურების უშუალო მომხმარებლების - სტუდენტების აზრის კვლევა  უნივერსიტეტში სწავლების ხარისხის შესახებ.

კვლევის საგანს წარმოადგენდა უნივერსიტეტში შექმნილი ატმოსფერო და სწავლების ხარისხი.

სწავლების ხარისხი განხილული იქნა ორ დონეზე: სასწავლო პროცესის ორგანიზაციის ხარისხი და ცოდნის გადაცემისა და კონტროლის ხარისხი. თითოეული დონე მოიცავდა მთელ რიგ კრიტერიუმებს.

კვლევის მეთოდად გამოყენებული იქნა ქსეუ-ს  სტუდენტების ანკეტური გამოკითხვა. სულ გამოკითხული იქნა სხვადასხვა კურსების 243 სტუდენტი.
შედეგები

 

ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-ანალიტიკური ცენტრის და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ ერთობლივი ძალისხმევით 2010 წლის თებერვალ-მარტში ჩატარდა დასავლეთ საქართველოში საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნის მარკეტინგული კვლევა.

კვლევა ერთდროულად ჩატარდა დასავლეთ საქართველოს 19 ქალაქსა და რაიონულ ცენტრში და ითვალისწინებდა საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნის შესწავლას როგორც რაოდენობრივი, ისე ხარისხობრივი პარამეტრების მიხედვით.

კვლევებში ვოლონტიორებად იყვნენ ჩართულნი ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები. გამოკითხული იქნა საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების 1000-მდე რესპონდენტი.

შედეგები