ბოლონიის პროცესი - ევროპის ქვეყნების განათლების სისტემების დაახლობისა და ჰარმონიზაციის პროცესია, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი ევროპული სივრცის შექმნას უმაღლესი განათლებისათვის. ამ უკანასკნელის მიზანი კი არის ევროპის მოქალაქეთა დასაქმებისა და მობილობის გაძლიერება, და ევროპული უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის გაზრდა.

ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით შესაბამისმა სახელმწიფოებმა გამოხატეს საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში და განათლების სისტემების დაახლოების მიზნით თავიანთი სტრუქტურების რეფორმირება იტვირთეს. ამასთანავე, უპირობოდ უნდა შენარჩუნდეს სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ფუნდამენტური ფასეულობები და განათლების სისტემების მრავალფეროვნება.

ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი დოკუმენტების მიღება, როგორიცაა:  უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1988), ლისაბონის კონვენცია (1997) და სორბონის დეკლარაცია  (1998).

ამჟამად, ბოლონიის პროცესში ჩართულია ევროპის 46 ქვეყანა. საქართველო აღნიშნულ პროცესს შეუერთდა 2005 წელს, ბერგენის სამიტზე.

ბოლონიის პროცესის ძირითადი დოკუმენტები

ბოლონიის პროცესის დოკუმენტები

ბოლონიის პროცესის ოფიციალური გვერდი  www.ond.vlaanderen.be