ქუთაისის  უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს საკუთარი სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების დასაქმებასა და კარიერის განვითარებაზე. ამ მიზნით  2009 წელს   უნივერსიტეტში შეიქმნა კარიერის ხელშეწყობის სამსახური, სადაც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ შესაძლებლობა მოიძიონ მათთვის სასურველი სამსახური, გაიარონ სტაჟირების პროგრამები და დაგეგმონ წარმატებული კარიერა. (იხ. დებულება)

  ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა წარმატება და მათი მაღალი დონის პროფესიონალიზმი განპირობებულია არა მხოლოდ უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური სტანდარტებით, არამედ სტუდენტთა კარიერული წინსვლისათვის მიმართული ძალისხმევითაც:

  • რეგულარული ტრენინგ-კურსები,
  • შეხვედრები დამსაქმებლებთან
  • მასტერკლასები

უნივერსიტეტი დასაქმებულ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მაღალი სტატისტიკით გამოირჩევა - 81%.

ქუთაისის  უნივერსიტეტის კარიერის ხელშეწყობის სამსახური სრულყოფილად ამზადებს სტუდენტებს, რათა მათ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი კონკურენტულ გარემოში.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანა ტყეშელაშვილი

კარიერის ხელშეწყობის სამსახურის უფროსი

მობ: (+995) 555 52 34 54

ელ-ფოსტა: ana.tkeshelashvili@unik.edu.ge

აუდიტორია #311