ქუთაისის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა თავისი შინაარსით უნიკალურია. იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან საინფორმაციო - საგანმანათლებლო ცენტრს. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი დღესდღეობით შეადგენს 13547 ბიბლიოგრაფიულ ერთეულს. აქედან ქართული(5664), რუსული(2588), უცხოური(1126), პერიოდიკა(3191) და სხვადასხვა ელექტრონული წიგნები (978) (დამატებითად იხ. ჩამონათვალი).

ბიბლიოთეკაში თავმოყრილია სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურა, საუნივერსიტეტო გამოცემები, მხატვრული ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები. გამოცემებიდან აღსანიშნავია რამდენიმე ათეული ლიტერატურა, რომელიც გამოცემულია ადგილზე მომუშავე ლექტორ–მასწავლებლების მიერ. ასევე აღსანიშნავია არა ერთი საჩუქრად გადმოცემული წიგნი, აკადემიკოს რ. კაკულიას, ი. მესხიას და ბ. სავანელის პირადი გამოცემებიდან.

ბიბლიოთეკის ფონდი დაკომპლექტებულია მაპროფილებელი ქართული, რუსული და უცხოური ლიტერატურით.

ბიბლიოთეკაში სისტემატიურად ხდება წიგნადი ფონდის შევსება-განახლება ნაჩუქარი და შესყიდული წიგნებით. ბიბლიოთეკას გასულ წელს, საჯარო ბიბლიოთეკის გაცვლითი ფონდიდან საჩუქრად გადაეცა მხატვრული და სპეციფიკური ლიტერატურა. აგრეთვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი შეივსო აკ. ვ.ქელბაქიანის და რ.ლაღიძის ოჯახიდან ნაჩუქარი წიგნებით. ასევე - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კავშირის მიერ ნაჩუქარი წიგნებით.

ბიბლიოთეკის ფონდი აწყობილია უდკ–ზე. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი გამოყოფილია სამკითხველო დარბაზიდან. ძირითადი ფონდი ინახება საცავში, ხოლო სახელდახელო ფონდი, ანუ ყოველდღიურად საჭირო წიგნები სამკითხველო დარბაზში. ესენია: ლექსიკონები, უახლესი პერიოდული გამოცემები, ეკონომიკური და სამართლებრივი დარგების ლიტერატურა.

ბიბლიოთეკაში შექმნილია საინფორმაციო კუთხე, რისი საშუალებითაც ხდება ახალი წიგნების და ახალი ჟურნალ–გაზეთების გამოფენა, რაც სტუდენტისა და ლექტორ–მასწავლებლისთვის უფრო გასაგებს ხდის ახალი ლიტერატურის გამოსვლის შესახებ. პროფესორ–მასწავლებლისთვის და სტუდენტებისთვის არსებობს ფორმულიარი. ასევე თითოეულ გატანილ და უკან დაბრუნებული წიგნის შესახებ ხდება სისტემატიური აღრიცხვა განკუთვნილ ჟურნალში.

თუ ბიბლიოთეკაში არ აღმოჩნდა სასურველი წიგნი, ბიბლიოთეკა ცდილობს მოიძიოს და შეისყიდოს აღნიშნული ლიტერატურა. ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი მუდმივად მდიდრდება ახალი გამოცემული სპეციფიკური ლიტერატურით და პერიოდიკით.

უნივერსიტეტის სამკითხველო დარბაზში განთავსებულია საერთო ქსელსა და ინტერნეტში ჩართული კომპიუტერები, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა სტუდენტისათვის და ლექტორ-მასწავლებლისათვის.

უნივერსიტეტს ასევე აქვს თავისი საკუთარი ელ. ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს პარლამენტისა და სხვადასხვა უწყებების მიერ გამოცემულ ბრძანებებს, კანონებს, ნორმატიულ აქტებს (GSS კოდექსი) და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს.

ბიბლიოთეკას აქვს, აგრეთვე ციფრული რესურსი, CD, DVD და VCD, ისე აუდიო და ვიდეო კასეტების სახით. ასე, რომ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოიცავს ყველა სპეციალობის აუცილებელ ძირითად და დამხმარე ლიტერატურას. სამეცნიერო ბიბლიოთეკა განთავსებულია უნივერსიტეტის მესამე სართულზე.