ძვირფასო მკითხველო! თქვენს წინაშეა ახალი ქართული ეკონომიკური ჟურნალი, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საერო აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებელის - ქუთაისის უნივერსიტეტის მიერ დაფუძნდა.

ყოველი ახალი წამოწყება წინააღმდეგობებითაა აღსავსე და ხშირად სკეპტიციზმისთვისაა განწირული. ასე იყო ამჯერადაც. სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ორგანოს დაფუძნება დიდი განსჯის, განხილვის, საკუთარი ძალების მოსინჯვის საგნად იქცა. ბოლო წლებში შევეჩვიეთ (თუ შეგვაჩვიეს), რომ ახალი, ეკონომიკური მიმართულების ორგანო, მითუფრო სამეცნიერო დანიშნულებისა, აუცილებლად დედაქალაქში უნდა შობილიყო.

დამფუძნებელთან ერთად შევეცადეთ ამ ფსევდოტაბუირებული აზრის მსხვრევას და ჟურნალის პირველი ნომერიც ერთგვარ “საჯილდაო ქვად” წარმოვადგინეთ. მოგეხსენებათ, თანამედროვე პირობებში ქართული ეკონომიკური საზოგადოება არ არის განებივრებული სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის გამოცემებით, მითუფრო ისეთი პერიოდიკით, რომელიც გახდება რეფერირებადი, ჩაერთვება საერთაშორისო მიმოქცევაში, ექნება საკუთარი განახლებადი ვებგვერდი და დააკმაყოფილებს ამ ტიპის გამოცემებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.

ჩვენი ორგანოს პროფილს ცალსახად და ადექვატურად ასახავს მისი სახელწოდება. თუმცა ჩვენთვის სულაც არ იქნება უცხო საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ასახვა, ახალგაზრდა ეკონომისტების სტიმულირება და მათთვის საფიხვნოს დათმობა.

„ეკონომიკური პროფილის“ ეკონომიკური პროფილიდან გამომდინარე საკმაო ტვირთს შევეჭიდეთ. გავიხსენოთ კვანტურ ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი მაქს პლანკი, რომელიც აღნიშნავდა, რომ მოღვაწეობა დაიწყო როგორც ეკონომისტმა, მაგრამ სირთულის გამო მიატოვა ეს პროფესია (თუმცა თანამედროვე მათემატიკური ლოგიკის პიონერმა ბერტრან რასელმა განაცხადა, რომ მან ეკონომიკური თეორიის შესწავლა მისი სიმარტივის გამო მიატოვა).

ნომრების არქივი

  1. „ეკონომიკური პროფილი“ №1 (2006 ივლისი)
  2. „ეკონომიკური პროფილი“ №2 (2007 იანვარი)
  3. „ეკონომიკური პროფილი“ №3 (2007 ივლისი)
  4. „ეკონომიკური პროფილი“ №4 (2008 მაისი)
  5. „ეკონომიკური პროფილი“ №5 (2009 თებერვალი)
  6. „ეკონომიკური პროფილი“ №6 (2009 ნოემბერი)
  7. „ეკონომიკური პროფილი“ №7 (2010 იანვარი)
  8. „ეკონომიკური პროფილი“ №8 (2010 დეკემბერი)
  9. „ეკონომიკური პროფილი“ №9 (2011 მაისი)
  10. „ეკონომიკური პროფილი“ №10 (2012 თებერვალი)
  11. „ეკონომიკური პროფილი“ №11 (2012 დეკემბერი)
  12. „ეკონომიკური პროფილი“ №12 (2013 მაისი)
  13. „ეკონომიკური პროფილი“ №13 (2013 დეკემბერი)
  14. \"ეკონომიკური პროფილი\" N14 (2014 მარტი)
  15. „ეკონომიკური პროფილი“ №15 (2015 თებერვალი)