ქუთაისის უნივერსიტეტი არის იმერეთის რეგიონში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე  ფოკუსირებული და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი -  უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მისიაა:

  • § უმაღლესი განათლების სამივე დონეზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აკადემიური განვითარებისა და შემოქმედებითი პოტენციალის სტიმულირებისათვის სწავლის, სწავლებისა და კვლევის მიმზიდველი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
  • § სამართლის, სოციალური და გამოყენებითი მეცნიერებების მიმართულებებით მაღალკვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება დინამიური შრომითი ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • § კრიტიკულ სიტუაციებში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღების უნარის, კეთილსინდისიერი და მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი თაობების აღზრდა მათი უნიკალური ინდივიდუალური თავისებურებების  აღიარებითა და დაფასებით;
  • § ადმინისტრაციული პერსონალის, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების გრძელვადიანი, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ჰარმონიული თანამშრომლობის განვითარება;
  • § საზოგადოების საგანმანათლებლო-საკონსულტაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება, რეგიონული და საერთო-სახელმწიფო მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.

აცნობიერებს რა თავის მისიას, უნივერსიტეტი ეძებს ახალ, პროგრესულ გზებსა და მეთოდებს, რათა მზად შეხვდეს თანამედროვე გამოწვევებს, არ ჩამორჩეს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, იყოს შესაბამისობაში ბოლონიის პროცესის მოთხოვნებთან და საკუთარი სტრატეგიის ფორმირების პროცესში ითვალისწინებდეს მსოფლიო ტენდენციებს.