ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა  არის უნივერსიტეტის შემადგენლობაში არსებული სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო, დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულებითა და მართვის ორგანოებით, რომელიც ახორციელებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით უნივერსიტეტის წესდებითა და თვითმმართველობის დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს, როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ისე მისგარეთ.

სტუდენტური თვითმართველობა არის დამოუკიდებელი არასამთავრობო, არა პოლიტიკური საზოგადოებრივი ორგანიზაცია, იგი არ წარმოადგენს იურიდიულ პირს და მისი არსებობა მნიშვნელოვნად განაპირობებს სტუდენტური ცხოვრების მრავალფეროვნებას.

 

 

სტუდენტური თვიმმართველობის მიზნებია:

  • სტუდენტთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
  • სტუდენტთა პროფესიული დონის ამაღლება და პრაქტიკული უნარჩვევების გამომუშავება;
  • სტუდენტთა საფუძვლიანი ინიციატივების ხელშეწყობა;
  • ნიჭიერ სტუდენტთა გამოვლენა და მათი ხელშეწყობა;
  • სტუდენტების საჭირო ლიტერატურით უზრუნველყოფა;
  • უნივერსიტეტში შემეცნებითი, გასართობი, სპორტული, ინტელექტუალური ღონისძიებების, კონფერენციების ჩატარება;
  • ქუ-ს სტუდენტების სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან დაახლოება და სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • ურთიერთობის დამყარება ადგილობრივ და საერთაშორისო სტუდენტურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
  • სტუდენტთა მონაწილეობის ხელშეწყობა საერთაშორისო და ქვეყნის შიგნით ჩასატარებელ ღონისძიებებში.;
  • თავისი მიზნების მისაღწევად თვითმართველობა ატარებს სამეცნიერო სიმპოზიუმებს და კონფერენციებს, მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, ამზადებს და ახორციელებს გრძელვადიან და მოკლევადიან პროგრამებს და პროექტებს, შეიმუშავებს პრობლემების გადაწყვეტის გზებს და მეთოდებს, რაც აუცილებელია კავშირის მიზნების მისაღწევად.

ქუთაისის უნივერსიტეტის თვითმმართველობაში გასაწევრიანებელი ანკეტა

თვითმმართველობის სტრუქტურა:

 

თავმჯდომარე: დიანა ჯღარკავ

მოადგილე: ნიკოლოზ ქარსელაძე

დეპარტამენტების თავჯდომარე: ნინო თევდორაძე

 

დეპარტამენტები:

  • სტუდენტთა უფლებებისა და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტი;
  • განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი;
  • საფინანსო დეპარტამენტი;
  • კულტურის დეპარტამენტი;
  • სპორტის დეპარტამენტი.
  • პიარისა და კრეატივის დეპარტამენტი

 

სტუდენტური თვითმმართველობის ადგილმდებარეობა:

ქუთაისის უნივერსიტეტი

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. №13, აუდიტორია №304

საკონტაქტო ინფორმაცია: 555 14 65 88, (8431) 24 52 97

ელ. ფოსტა: students_union@unik.edu.ge