შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორის

 

ბრძანება №1 §1

 

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნის აღრიცხვის მოწესრიგების შესახებ

 

ქუთაისი                                                                                             12 იანვარი, 2016 წ.

 

            შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნის აღრიცხვის მოწესრიგების მიზნით, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ წესდების 4.31 პუნქტისა და შინაგანაწესის 5.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს „შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნის აღრიცხვის ინსტრუქცია“ (დანართი 1) ამ ბრძანებაზე თანდართული ფორმით.
  2. დაევალოს ადამიანური რესურსების სამსახურს (ჟ. ენდელაძე), გააცნოს ეს ბრძანება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ ყველა თანამშრომელს 2016 წლის 18 იანვრამდე.
  3. ბრძანება ძალაშია 2016 წლის 18 იანვრიდან.
  4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქუთაისი, ვ. კუპრაძის ქუჩა, 11) 2016 წლის 19 თებერვლამდე.

 

დირექტორი:                                            ნინო ხაზარაძე

  

 

დანართი 1

 

შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნის აღრიცხვის

ინსტრუქცია

 

  1. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ თანამშრომლების (ქვემოთ - „თანამშრომლები“) სამუშაო ადgილზე ყოფნა აღირიცხება თანამშრომელთა სამუშაო ადგილზე ყოფნის აღრიცხვის ჟურნალში (ქვემოთ - „ჟურნალი“).
  2. ჟურნალი იწარმოება აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის თანამშრომლებისათვის და ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თანამშრომლებისათვის ცალ-ცალკე.
  3. აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის ჟურნალი ღიად ინახება საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისის მენეჯერთან მის სამუშაო ადგილზე, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის ჟურნალი - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მორიგე თანამშრომელთან მის სამუშაო ადგილზე უნივერსიტეტის შენობის შემოსასვლელთან. ფაკულტეტის დეკანის ოფისის მენეჯერი და დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის მორიგე თანამშრომლები არიან ჟურნალების წარმოებაზე პასუხისმგებელი პირები. მათ ეკრძალებათ ჟურნალების ვინმესათვის გადაცემა და სამუშაო ოთახიდან გატანა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
  4. ჟურნალის ფორმულარი მოცემულია ამ ინსტუქციის A დანართში.
  5. ყველა თანამშრომელი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე გამოცხადებისას სამუშაო დღის დასაწყისში და სამუშაო ადგილიდან წასვლისას სამუშაო დღის ბოლოს, დააფიქსიროს ჟურნალში მოსვლისა და წასვლის ზუსტი დრო და თავისი ხელმოწერა.
  6. ჟურნალების ჩანაწერები არის თანამშრომლებთან სახელფასო ანგარიშსწორების საფუძველი.
  7. ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალის თანამშრომლებისათვის სამუშაო დღის დაწყებისა და დამთავრების დრო განისაზღვრება მათთან დადებული, მოქმედი შრომითი ხელშეკრულების მიხედვით. თუ ასეთი ხელშეკრულება არ არსებობს, სამუშაო დღის დაწყების დროა 9:00 და დამთავრებისა - 18:00 საათი. სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო ყველა თანამშრომლისათვის, კონკრეტულ დღეს/დღეებში, შეიძლება შეიცვალოს სახელმწიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა აქტით ან შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორის ბრძანებით.
  8. თუ თანამშრომელი, საპატიო მიზეზის უქონლად, სამუშაო დღეს სამუშაო ადგილზე გამოცხადდა ან სამუშაო ადგილიდან წავიდა 1 საათით ან ნაკლებით დაგვიანებით/ადრე, მას ნამუშევრად ჩაეთვლება ნახევარი სამუშაო დღე. უფრო მეტით დაგვიანების/ადრე წასვლის შემთხვევაში, სამუშაო დღე ნამუშევრად არ ჩაითვლება. თუ აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის თანამშრომელი სამუშაო ადგილზე მოსვლას დააგვიანებს ან სამუშაოდან წავა დროის იმ მონაკვეთში, როცა უნდა ატარებდეს სააუდიტორიო მეცადინეობას, კონსულტაციებს ან გამოცდებს სტუდენტებთან, მეცადინეობა/კონსულტაცია ჩატარებულად არ ჩაეთვლება. სამუშაო ადგილზე მოსვლის ან სამუშაოდან ადრე წასვლის საპატიო მიზეზად ჩაითვლება ნებისმიერი გარემოება, რომელიც წერილობით ან ზეპირადაა შეთანხმებული შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორთან.
  9. თანამშრომლებთან სახელფასო ანგარიშსწორებისათვის ყოველი თვის 25 რიცხვის წინა სამუშაო დღეს ფინანსურ მენეჯერს ინფორმაციას საანგარიშო პერიოდში თანამშრომელთათვის დასარიცხი ნამუშევარი დღეების (აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალისათვის - მეცადინეობებისა და კონსულტაციების ჩატარებული საათების) შესახებ წარუდგენენ:
  • ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის შესახებ - ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი ამ ინსტრუქციის B დანართის მიხედვით;
  • აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის თანამშრომლების შესახებ - სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ამ ინსტრუქციის C დანართის მიხედვით.
  1. ინფორმაციებს თანამშრომელთათვის დასარიცხი ნამუშევარი დღეების/მეცადინეობების, კონსულტაციებისა და გამოცდების ჩატარებული საათების შესახებ იბარებს და ინახავს ფინანსური მენეჯერი და მათ საფუძველზე ავსებს ხელფასების უწყისებს.
  2. იმ სამუშო დღის ბოლოს, როცა შეივსება ჟურნალის ბოლო გვერდი, ჟურნალის წარმოებაზე პასუხისმგებელი პირი შევსებულ ჟურნალს აბარებს შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორს და მისგან მიიღებს ახალ ჟურნალს.
  3. შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორი შევსებულ ჟურნალებს ლუქავს თავისი ხელმოწერით და ინახავს არქივში 1 წლის განმავლობაში.

 

  

დანართი A

ჟურნალის ფორმულარი

 

 

 

თარიღი

თარიღი

#

გვარი, სახელი

მოსვლა

წასვლა

ხელმოწერა

მოსვლა

წასვლა

ხელმოწერა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი B

ინფორმაცია ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის თანამშრომელთა ნამუშევარი დღეების შესახებ

 

საანგარიშო პერიოდი: „____“ ____ 20___ დან  „____“ ____ 20___ ჩათვლით.

 

#

გვარი, სახელი

ნამუშევარი დღეები

 

 

 

 

 

 

 

ადამიანური რესურესების სამსახურის უფროსი  ___________________________

 

შევსების თარიღი: _____________________

 

ჩავაბარე:

 

ადამიანური რესურესების სამსახურის უფროსი  ___________________________

 

თარიღი: _____________________

 

ჩავიბარე:

 

ფინანსური მენეჯერი  ___________________________

 

თარიღი: _____________________

 

 

დანართი C

ინფორმაცია აკადემიური და მასწავლებელთა პერსონალის თანამშრომელთა მიერ ჩატარებული სააუდიტორიო მეცადინეობების, კონსულტაციებისა და გამოცდების შესახებ

 

საანგარიშო პერიოდი: „____“ ____ 20___ დან  „____“ ____ 20___ ჩათვლით.

 

#

გვარი, სახელი

ჩატარებული მეცადინეობების, კონსულტაციებისა და გამოცდების საათები

 

 

 

 

 

 

 

 

სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურის უფროსი  ___________________________

 

შევსების თარიღი: _____________________

 

ჩავაბარე:

 

სასწავლო პროცესის მონიტორინგის სამსახურის უფროსი  ___________________________

 

თარიღი: _____________________

 

ჩავიბარე:

 

ფინანსური მენეჯერი  ___________________________

 

თარიღი: _____________________