შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორის

 

ბრძანება №64  §1

 

ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების  დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების  შესახებ

 

ქუთაისი                                                                                             27 დეკემბერი, 2016 წ.

 

            შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ წესდების 7.10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
  • პროფესორი - მიმართულება „ადმინისტრაციული სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • პროფესორი - მიმართულება „სამოქალაქო სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • პროფესორი - მიმართულება „სისხლის სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი - მიმართულება „ადმინისტრაციული სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი - მიმართულება „სამოქალაქო სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • ასოცირებული პროფესორი - მიმართულება „სისხლის სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი - მიმართულება „ადმინისტრაციული სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ-პროფესორი - მიმართულება „სამოქალაქო სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული;
  • ასისტენტ- პროფესორი - მიმართულება „სისხლის სამართალი“ - 1 საშტატო ერთეული.

 

  1. კონკურსი გამოცხადდეს შემდეგი პირობებით:
    • საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს დოქტორის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.

                ასოცირებული პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილების მქონე პირმა, რომელსაც აქვს:

                ა) დოქტორის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;

                ბ) მაგისტრის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 2 ისეთი პუბლიკაცია რეფერირებად სამეცნიერო ან სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში, რომელიც შეეხება მოცემული სფეროს აქტუალურ პრობლემებს.

ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელსაც აქვს:

ა) დოქტორის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი;

                ბ) მაგისტრის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი და შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გასაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება ან ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს არანაკლებ 1 ისეთი პუბლიკაცია რეფერირებად სამეცნიერო ან სამეცნიერო-პრაქტიკულ ჟურნალში, რომელიც შეეხება მოცემული სფეროს აქტუალურ პრობლემებს.

                ყველა კონკურსანტი უნდა ფლობდეს:

                ა) ქართულ ენას - სრულყოფილად;

                ბ) ინგლისურ ენას - სულ ცოტა, C1 დონეზე.

  • კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა

                ა) განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორისადმი დასაკავებელი თანამდებობის (მიმართულების ჩათვლით) და წარმოდგენილი საბუთების/მასალების მითითებით;

                ბ) კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);

                გ) კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს მოქალაქეებისათვის - პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

                დ) დოქტორის/მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;

ე) შრომის წიგნაკი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი ან შესაბამისი დაწესებელებების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობები და მათი ქსეროასლები, რომლებითაც დასტურდება:

ე.ა) შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;

ე.ბ) ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში;

ე.გ) პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;

ვ) სპეციალობით ან პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) და მათი ქაეროასლები;

ზ) ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობაზე, მაგისტრანტების სახელისა და გვარის და სამაგისტრო ნაშრომების თემების მითითებით და ამ ცნობის ქსეროასლი;

თ) იმ სადოქტორო ნაშრომების ავტორეფერატები, რომელთა სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო კონკურსანტი და ავტორეფერატების იმ გვერდების ქსეროასლები, რომლებზეც მითითებულია დისერტანტისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა და დისერტაციის თემა;

ი) ცნობები ბოლო 5 წლის მანძილზე კონკურსანტის მონაწილეობით შესრულებული, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, გაცემული იმ დაწესებულების მიერ, სადაც ეს პროექტები შესრულდა, პროექტის სახელწოდების, მისი შესრულების ვადების, პროექტის განხორციელებაში კონკურსანტის პოზიციის მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;

კ) ის სამეცნიერო ჟურნალები, რომლებშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია სამეცნიერო-კვლევითი სტატიები კონკურსანტის ავტორობით ან თანაავტორობით და ყოველი ჟურნალისა და მასში გამოქვეყნებული სტატიის პირველი გვერდის ქსეროასლი (შეფასდება მხოლოდ ისეთი სტატიები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);

ლ) სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, რომლებშიც გამოქვეყნებულია კონკურსანტის მოხსენებების თეზისები, ამ კრებულებისა და კონკურსანტის მოხსენებების მათში გამოქვეყნებული თეზისების პირველი გვერდების ქსეროასლები (შეფასდება მხოლოდ ისეთი მოხსენებების თეზისები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);

მ) იმ სამეცნიერო ჟურნალების თითო ნომერი, რომლის რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრი იყო/არის კონკურსანტი, ამ ჟურნალის პირველი და იმ გვერდის ქსეროასლი, რომელშიც მითითებულია რედატორად, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრად კონკურსანტის ყოფნა;

ნ) კონკურსანტის ავტორობით/თანაავტორობით გამოცემული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები და მათი პირველი გვერდების ქსეროასლები;

ო) ცნობები, გაცემული საერთაშორისო საგრანტო პროექტების დონორი ან ბენეფიციარი ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ, რომლებითაც დასტურდება ამ პროექტებში კონკურსანტის მუშაობის გამოცდილება, თითოეულ პროექტში კონკურსანტის სტატუსის (პოზიციის) მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;

პ) კონკურსანტის მიერ შერჩეული, დასაკავებელი თანამდებობის მიმართულების ერთ-ერთი საგნის სწავლების სტრატეგიის თაობაზე მის მიერვე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი და მისი ქსეროასლი;

ჟ) კონკურსანტის მიერ შერჩეული, დასაკავებელი თანამდებობის მიმართულების ერთ-ერთი საგნის რომელიმე ერთი თემის დისტანციური სწავლებისათვის მის მიერვე მომზადებული მეთოდური მასალა, რომლითაც შეფასდება სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების ეფექტური გამოყენების უნარი - წერილობითი აღწერა და მისი ქსეროასლი და ვიდოგაკვეთილი, ჩაწერილი CD დისკზე;

რ) კონკურსანტის მიერ შერჩეულ ერთ თემაზე სამეცნიერო კვლევის ჩატარების თაობაზე მის მიერვე მომზადებული წერილობითი დოკუმენტი და მისი ქსეროასლი;

ს) ერთი CD დისკი, რომელზეც .pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი.

თუ კონკურსანტს უკავია აკადემიური თანამდებობა შპს „ქუთაისის უნივერსიტეტში“, წინა აბზაცის „გ“-„ე“ პუნქტებით გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა საჭირო არაა.

  • საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები

კონკურსანტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს თვითონ, 2017 წლის 30 იანვრიდან 7 თებერვლამდე, სამუშაო დღეებში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის კანცელარიაში (ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა, 13, მე-3 სართული, ოთახი 305).

საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ქსეროასლების თითოეული ფურცლის შესაბამისობას დედანთან ქსეროასლზე ხელმოწერით ადასტურებენ კონკურსანტი და საბუთების მიღებაზე პასუხიმგებელი პირი. შემოწმების დასრულებისთანავე წარმოდგენილი საბუთების (გარდა განცხადებისა) დედნები უბრუნდება კონკურსანტს. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, შეამოწმოს წარმოდგენილი საბუთების (ასლების) ნამდვილობა. თუ რომელიმე საბუთი ყალბი აღმოჩნდა, კონკურსანტი დისკვალიფიცირებულ იქნება.

საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელი პირია ჟენია ენდელაძე.

საკონტაქტო ტელეფონი: +431 24 52 97.

  • კონკურსის პირობები

კონკურსი მოიცავს:

ა) კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით: კონკურსანტი, რომლის კვალიფიკაციაც არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, დისკვალიფიცირებულ იქნება - გადაწყვეტილება მიიღება 2017 წლის 11 თებერვლამდე;

ბ) კონკურსანტის კომპეტენციის შეფასებას წარმოდგენილი საბუთების მიხედვით: კონკურსანტთა კომპეტენცია შეფასდება 2017 წლის 15 თებერვლამდე, კონკურსანტები, რომელთა კომპეტენციის მაჩვენებელი ნაკლები იქნება კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე, მოიხსნებიან კონკურსიდან;

გ) გამოცდას ინგლისურ ენაში: გამოცდა ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შენობაში 2017 წლის 18 თებერვალს, 12:00 საათზე;

დ) კონკურსანტების საჯარო ლექციების მოსმენა-შეფასებას: თითოეული კონკურსანტი 30 წუთიან საჯარო ლექციას წაიკითხავს საკონკურსო კომისიის სხდომაზე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ შენობაში, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ თემაზე; საჯარო ლექციები ჩატარდება 2017 წლის 22-23 თებერვალს, 12:00-დან 18:00 საათამდე.

ინფორმაცია საჯარო ლექციის თემის, მისი ჩატარების ზუსტი  დროისა და ადგილის შესახებ კონკურსანტს მიეწოდება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით 2017 წლის 20 თებერვალს.

საკონკურსო კომისიის ყველა გადაწყვეტილება, მიღებული კონკურსანტთან დაკავშირებით, ამ კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით გადაწყვეტილების მიღების დღესვე.

კონკურსის გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს 2017 წლის 24 თებერვალს. 

  • კონკურსანტთა შეფასების წესი

კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და წესი დაწვრილებითაა აღწერილი შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ წესდების მე-7 მუხლში. წესდების ტექსტი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: http://unik.edu.ge/uploads/documents/main/KU_WESDEBA2015_WEB.pdf.

 

  1. დაევალოს ადამიანური რესურსების სამსახურს (ჟ. ენდელაძე), უზრუნველყოს კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებებისა და თანდართული საბუთების მიღება ამ ბრძანებით გათვალისწინებული წესითა და ვადებში.
  2. დაევალოს საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიებით უზრუნველყოფის სამსახურს (ო. შენგელია), უზრუნველყოს კონკურსის გამოცხადების შესახებ ამ ბრძანების შესაბამისი განცხადების გამოქვეყნება პორტალზე hr.ge და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა.
  3. დაევალოს ადამიანური რესურსების სამსახურს (ჟ. ენდელაძე), განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების ასლი საინფორმაციო დაფაზე უნივერსიტეტის შენობაში არაუგვიანეს მიმდინარე წლის 28 დეკემბრისა.
  4. ამ ბრძანებით გათვალისწინებული კონკურსის ჩასატარებლად საკონკურსო კომისია შეიქმნას საზოგადოების დირექტორის ბრძანებით არაუგვიანეს 2017 წლის 10 იანვრისა.
  5. დაინტერესებულ პირს შეუძლია, გაასაჩივროს ბრძანება უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა, 11).

 

დირექტორი:                                            ნინო ხაზარაძე