უნივერსიტეტში სწავლა მარტო პროფესიის მიღებას როდი ნიშნავს.სტუდენტები შესანიშნავად უთავსებენ ერთმანეთს ყოველდღიურ სასწავლო პროცესს, სამეცნიერო კონფერენციებსა და კულტურულ თუ სპორტულ ღონისძიებებს. სწავლების პარალელურად უდიდესი ყურადღება ექცევა სტუდენტების სულიერ თუ ესთეტიურ განვითარებას, მათ ფიზიკურ გაჯანსაღებას.

გაქვთ სპორტული მონაცემები? გაგაჩნიათ ცეკვის, სიმღერის, მხატვრული კითხვის ნიჭი? გაგაჩნიათ იუმორის გრძნობა? გიყვართ სცენა? გიზიდავთ ინტელექტუალური თამაშები? ქუთაისის უნივერსიტეტში  ყველა პირობაა შექმნილი თქვენი ნიჭისა და უნარის გამოსავლენად. ფუნქციონირებს სპორტული და კულტურული განვითარების ცენტრი, რომლის ხელმძღვანელია მზია ჟორჟოლიანი, სპორტული ცენტრის სპეციალისტი დემური ფირცხალავა.

შემოგვიერთდით და დარწმუნდებით, რომ საკმაოდ საინტერესო და ლამაზი სტუდენტური ცხოვრება გექნებათ, დატვირთული ლიტერატურული საღამოებით, საზეიმო შეხვედრებით, სტუდენტური სპექტაკლებით, ექსკურსიებითა და სპორტული შეჯიბრებებით.

სტუდენტთა მიღწევები

ქუთაისის  უნივერსიტეტში ნიჭიერი და მაღალინტელექტუალური სტუდენტები სწავლობენ. ამას ნათლად მოწმობს ის წარმატებები, რომლებსაც ისინი სწავლის პროცესის დროს ავლენენ. უმრავლესობა აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამით უფრო და უფრო საინტერესო ხდება მათი სტუდენტური ცხოვრების ყოველი დღე.

უნივერსიტეტში სისტემატიურად იმართება სამეცნიერო კონფერენციები. სტუდენტების ნაშრომები იბეჭდება ჩვენი უნივერსიტეტის პერიოდულ გამოცემაში.

სტუდენტების უმრავლესობა დაინტერესებულია და აქტიურადაა ჩაბმული თვითშემოქმედებით საქმიანობაში. მათი ძალებით გამართული ყოველი ლიტერატურული თუ სადღესასწაულო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ნათლად ასახავს გულწრფელ სიყვარულს უნივერსიტეტისადმი.

ასევე, სტუდენტთა გარკვეული ჯგუფი დაინტერესებულია სპორტის სხვადასხვა სახეობით. უნივერსიტეტს ყავს ფეხბურთელთა გუნდი, რომელსაც არა ერთ შეჯიბრებაში მიუღია მონაწილეობა და გამარჯვებულიც დაბრუნებულა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ინტელექტუალური თამაშების „რა? სად? როდის?“ კლუბი, რომელშიც გაერთიანებული არიან უნივერსიტეტის მოაზროვნე სტდენტები. კლუბის წევრები რეგულარულად აწყობენ შიგა საუნივერსიტეტო თამაშებს. გამარჯვებულებს ვაჯილდოვებთ საინტერესო ლიტერატურიტა და სხვადასხვა წამახალისებელი პრიზებით.

განსაკუთრებული იუმორის ნიჭით გამორჩეულთათვის კი ჩამოყალიბებულია მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, რომლის წევრებიც წარმატებით ასპარეზობენ როგორც საქალაქო ასევე რეგიონალურ და რესპუბლიკურ თამაშებში.