შპს ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორის

 

ბრძანება №10

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტში 2016 წელს ჩარიცხული სტუდენტების სწავლის საფასურზე ფასდაკლებათა რეალიზაციის შესახებ

 

31.01.2017                                                                                          ქუთაისი

 

            2016 წელს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში აბიტურიენტთა და სტუდენტთა მოზიდვის მიზნით ჩატარდა რამოდენიმე სარეკლამო კამპანია, კერძოდ:

ა) თებერვალში უნივერსიტეტში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა მობილობით გადმოსვლით წასახალისებლად, აქციის „გადმოდი მობილობით ქუთაისის უნივერსიტეტში და მოიგე იღბლიანი ბილეთი“ ფარგლებში, ლოტოტრონით გათამაშდა სწავლის საფასურზე ფასდაკლებები, რის შედეგადაც, თინათინ მეფარიშვილის 17.11.2016 ახსნა-განმარტებითი ბარათის მიხედვით, სტუდენტმა ავთანდილ წიქრიძემ მოიპოვა ქუთაისის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის უფლება 1 აკადემიური წლის მანძილზე, ხოლო სტუდენტებმა საბა შანიძემ და ბაჩო კაკაურიძემ - ქუთაისის უნივერსიტეტში უფასოდ სწავლის უფლება 1 სემესტრის მანძილზე;

ბ) გაზაფხულ-ზაფხულში, აბიტურიენტთა მოზიდვის კამპანიის ფარგლებში, ზოგიერთი კატეგორიის აბიტურიენტებმა მიიღეს სწავლის საფასურზე 200 ლარის ფასდაკლების ვაუჩერები მათი 1 წლის განმავლობაში გამოყენების უფლებით (აღრიცხვას აწარმოებდა დარეჯან სპადარიდი).

      სტუდენტების მიერ სწავლის საფასურზე ფასდაკლებათა უფლების რეალიზაციის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად ვბრძანებ:

  1. იმისათვის, რომ სტუდენტებმა ა. წიქრიძემ, ს. შანიძემ და ბ. კაკაურიძემ მიიღონ სწავლის საფასურზე ფასდაკლებით სრგებლობის უფლება შპს ქუთაისის უნივერსიტეტში რომელიმე წელს (სემესტრში), უნდა მომმართონ შესაბამისი განცხადებით, რომლეშიც მითითებული იქნება, რომელ სემესტრში უნდათ ამ უფლების გამოყენება, ამასთან ა. წიქრიძეს უფლება აქვს ეს უფლება გამოიყენოს ცალ-ცალკე 2 ნებისმიერ სემესტრში. 
  1. იმისათვის, რომ სტუდენტმა, რომელსაც მიღებული აქვს 200 ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი, გამოიყენოს სწავლის საფასურზე ფასდაკლები უფლება, მან უნდა მომმართოს განცხადებით ნებისმიერ დროს, 2016-2017 აკადემიური წლის დასრულებამდე, იმის მითითებით, რომელ თვეში უნდა ფასდაკლების უფლების გამოყენება.
  2. ამ ბრძანების პირველ და მე-2 პუნქტში მითითებულ სტუდენტებს უფლება აქვთ, ფასდაკლების უფლება გამოიყენონ განვლილ პერიოდზეც, ან თუ მათ ერიცხებათ სწავლის საფასურის გადახდის დავალიანება 2016-2017 აკადემიურ წელს, მისი დაფარვა, განცხადების საფუძველზე, შეუძლიათ სწავლის საფასურზე ფასდაკლების უფლების გამოყენებით.
  3. დაევალოს კანცელარიას (ა. მაწკეპლაძე) ბრძანების გამოცემისთანავე მისი დამოწმებული ასლები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორს, ქალბატონ ლია ელიავას, საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისის მენეჯერს, ქალბატონ მავლინა ყიფიანს და მთავარ ბუღალტერს, ქალბატონ მედიკო ჩომახიძეს და განათავსოს საინფორმაციო დაფაზე საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ოფისთან.
  4. მთავარმა ბუღალტერმა უზრუნველყოს სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის ან მისი გადახდის დავალიანების შემცირება ამ ბრძანებით დადგენილი წესით სტუდენტის განცხადებაზე შპს ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორის რეზოლუციის საფუძველზე.
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან.

 

 

დირექტორი:                                            ნინო ხაზარაძე