შპს ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორის ბრძანება №9

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

24.01.2018                                                                                          ქუთაისი

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესის 7.3 პუნქტის შესაბამისად, აკადემიური საბჭოს 22.01.2018 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, ვბრძანებ:

  1. გამოცხადდეს კონკურსი შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის 6 და ასისტენტ-პროფესორის 6 ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
  2. კონკურსი გამოცხადდეს ამ ბრძანების დანართით დამტკიცებული განცხადებით.
  3. არაუგვიანეს ბრძანების გამოცემის მომდევნო დღისა:

ა) ადამიანური რესურსებისა და საქმისწარმოების სამსახურმა (გ. ცუცხვაშვილი) უზრუნველყოს მისი განთავსება საინფორმაციო დაფაზე უნივერსიტეტის შენობაში;

ბ) მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა (გ. ჩიხლაძე) უზრუნველყოს განცხადების განთავსება ვაკანსიების საძიებელ პორტალზე hr.ge.

  1. არაუგვიანეს ვაკანსიების საძიებელ პორტალზე განთავსების მომდევნო სამუშაო დღისა საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურმა (ო. შენგელია) განცხადება განათავსოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქმეთა მმართველს (ა. მაწკეპლაძე).
  3. ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან.

 

დირექტორი                                                         ნინო ხაზარაძე

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორის 24.01.2018 9  ბრძანებისა

განცხადება

კონკურსის გამოცხადების შესახებ შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

 

კომპანიის დასახელება:

ქუთაისის უნივერსიტეტი

ვაკანსიის დასახელება:

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ქუთაისში

განთავსების თარიღი / ბოლო ვადა:

24 იანვარი / 24 თებერვალი

მდებარეობა:

ქუთაისი

ტელეფონი:

+995 431 24 52 97 (111)

საკ. პირი:

ანი კალანდია

კატეგორია:

ტრენინგი/სწავლება

ქვეკატეგორია:

ლექტორი / პროფესორი / უმაღლესი / უნივერსიტეტი

განაკვეთი:

¼, ½, სრული

გადაადგილების მოთხოვნა:

არა

ენები:

ქართული, გერმანული/ინგლისური/რუსული/ფრანგული

 

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი - ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება (უნივერსიტეტი) -  აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალის შემდეგი ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად:

  • ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი - 6 ვაკანსია.

სასწავლო კურსების ჩამონათვალი, რომელთაგან ერთი ან რამოდენიმე უნდა ასწავლოს კონკურსანტმა კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, წარმოდგენილია ცხრილში.

სწავლების ენა - ქართული.

 

 

სასწავლო კურსის

დასაკავებელი აკადემიური თანამდებობა

დასახელება

სწავლების საფეხური

სწავლების სემესტრი

მოცულობა, კრედიტები1

საკონტაქტო საათები2

1

გეოეკონომიკა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები3

დოქტორანტურა

საშემოდგომო

5

50

ასოცირებული პროფესორი

2

სექტორული ეკონომიკა

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

53

ასოცირებული პროფესორი

3

საჯარო სექტორის ეკონომიკა3

დოქტორანტურა

საგაზაფხულო

4

55

ასოცირებული პროფესორი

3

ეკოლოგია და ბუნაბათსარგებლობის ეკონომიკა

ბაკალვრიატი

საშემოდგომო

5

49

ასოცირებული პროფესორი

5

საბანკო საქმე 14

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

50

ასოცირებული პროფესორი

6

საბანკო საქმე 24

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

50

ასოცირებული პროფესორი

7

ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო დაწესებულებებში

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

49

ასისტენტ-პროფესორი

8

ბუღალტრული აღრიცხვა კომერციულ ბანკებში

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

49

ასისტენტ-პროფესორი

9

აუდიტი5

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

49

ასისტენტ-პროფესორი

10

შიდა აუდიტი5

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

49

ასისტენტ-პროფესორი

11

ხარისხის მენეჯმენტი

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

34

ასისტენტ-პროფესორი

12

ორგანიზაციული ქცევა

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

34

ასისტენტ-პროფესორი

13

ინოვაცია და ცვლილებების მართვა

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

50

ასისტენტ-პროფესორი

14

ბიზნეს პრაქტიკუმი

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

34

ასისტენტ-პროფესორი

15

ლოჯისტიკის მენეჯმენტი

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

4

34

ასისტენტ-პროფესორი

16

პროექტების მართვა

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

34

ასისტენტ-პროფესორი

17

ციფრული მარკეტინგი

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

48

ასისტენტ-პროფესორი

18

მარკეტინგული კომუნიკაციები

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

48

ასისტენტ-პროფესორი

19

ლიდერობა

მაგისტრატურა

საშემოდგომო

4

39

ასოცირებული პროფესორი

20

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების მართვა

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

50

ასოცირებული პროფესორი

21

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ორგანიზებაში3

დოქტორანტურა

საშემოდგომო

3

40

ასოცირებული პროფესორი

22

ინგლისური ენა, დონე A1-B16

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

86

ასოცირებული პროფესორი

23

ინგლისური ენა, დონე A1-B16

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

86

ასოცირებული პროფესორი

24

ინგლისური ენა, დონე TOEFL 16

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

55

ასოცირებული პროფესორი

25

ინგლისური ენა, დონე TOEFL 26

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

55

ასოცირებული პროფესორი

26

გეოპოლიტიკა 17

ბაკალავრიატი

საგაზაფხულო

5

53

ასოცირებული პროფესორი

27

მეტაგეოპოლიტიკა 27

მაგისტრატურა

საშემოდგომო

4

38

ასოცირებული პროფესორი

28

აკადემიური წერა

ბაკალავრიატი

საშემოდგომო

5

49

ასოცირებული პროფესორი

             
 

1 - ერთი კრედიტი შეადგენს 25 ასტრონომიულ საათს

 

2 - სტუდენტთა ერთ ჯგუფზე გაანგარიშებით, მოიცავს ლექცია-პრაქტიკუმებს, შუალედურ და დასკვნით გამოცდებს და დასკვნითი გამოცდისწინა კონსულტაციებს

 

3 - მოცემული კურსის მასწავლებლისათვის აუცილებელია დოქტორის (მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხი შესაბამის დარგში

 

4,5,6,7 - ერთიდაიგივე ინდექსით აღნიშნული სასწავლო კურსები უნდა ასწავლოს ერთიდაიგივე პირმა

 

კონკურსანტი, ცხრილის შენიშვნების გათვალისწინებით, თვითონ ირჩევს ცხრილიდან ერთ ან რამოდენიმე სასწავლო კურსს, რომელსაც ასწავლის  კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში.

კონკურსის გამარჯვებული აკადემიურ თანამდებობაზე დაინიშნება მხოლოდ შპს ქუთაისის უნივერსიტეტთან აფილირების პირობით (სავალდებულო პირობა). აფილირების წესი და პირობები მოცემულია შპს ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამშრომელთა უნივერსიტეტთან აფილირების წესში, რომელიც ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.unik.edu.ge.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  1. ასოცირებული პროფესორის თანამდებობის მაძიებლებისათვის:

ა) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხი და სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ან

ბ) დოქტორის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელ/მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება იმ დარგში, რომელსაც მიეკუთვნება აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსი (კურსები), რომელიც მან უნდა ასწავლოს და ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული მონოგრაფია, სახელმძღვანელო ან სამეცნიერო ნაშრომი რეფერირებად ჟურნალში არჩეული სასწავლო კურსის (კურსების) შესაბამისი დარგის საკითხებზე;

გ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობის მაძიებლისათვის, რომელიც სასწავლებლად აირჩევს სასწავლო კურსებს „გეოეკონომიკა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები“, „საჯარო სექტორის ეკონომიკა“, „ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ორგანიზებაში“, აუცილებელია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

  1. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის მაძიებლებისათვის:

ა) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან

ბ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 10 წლის განმავლობაში მუშაობის, სულ ცოტა, 5 წლის გამოცდილება იმ დარგში, რომელსაც მიეკუთვნება აკადემიური უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსი (კურსები), რომელიც მან უნდა ასწავლოს და გამოქვეყნებული  მონოგრაფია, სახელმძღვანელო ან პუბლიკაცია რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში არჩეული სასწავლო კურსის (კურსების) შესაბამისი დარგის საკითხებზე;

  1. როგორც ასოცირებული პროფესორის, ასევე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის მაძიებლებისათვის:

ა) ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

ბ) გერმანული, ინგლისური, ფრანგული ან რუსული ენის ცოდნა, სულ ცოტა, B2 დონეზე.

ხელმძღვანელ/მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებად ჩაითვლება საქმიანობა:

ა) საქართველოს პარლამენტის, აჭარის ან აფხაზეთის უზენაესი საბჭოს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს (საკრებულოს)  წევრად;

ბ) სახელმწიფო მმართველობის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მმართველობითი საქმიანობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის, მათი ტერიტორიული ორგანოების (გარდა მუნიციპალიტეტის მერიის/გამგეობის), დეპარტამენტების/სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელად, ხელმძღვანელის მოადგილედ, წამყვან სპეციალისტად;

გ) არჩეული სასწავლო კურსის (კურსების) შესაბამის დარგში მოქმედი ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ისეთი საწარმოს/დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად ან ხელმძღვანელის მოადგილედ საქმიანობა, რომელშიც დასაქმებულია 20 ან მეტი ადამიანი.

შესაბამის დარგად ჩაითვლება:

            ა) სასწავლო კურსებისათვის „გეოეკონომიკა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობები“, „სექტორული ეკონომიკა“, „საჯარო სექტორის ეკონომიკა“: ეკონომიკა;

            ბ) სასწავლო კურსისათვის „ეკოლოგია და ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა“: ეკოლოგია, ეკონომიკა;

გ) სასწავლო კურსისათვის „საჯარო ფინანსები“: ფინანსები;

დ) სასწავლო კურსებისათვის „საბანკო საქმე 1“, „საბანკო საქმე 2“: საბანკო საქმე;

ე) სასწავლო კურსებისათვის „ბუღალტრული აღრიცხვა საჯარო დაწესებულებებში“, „ბუღალტრული აღრიცხვა კომერციულ ბანკებში“, „აუდიტი“, „შიდა აუდიტი“: საბუღალტრო აღრიცხვა;

ვ) სასწავლო კურსებისათვის „ხარისხის მენეჯმენტი“, ბიზნეს პრაქტიკუმი“, „ლოჯისტიკა“: მენეჯმენტი;

ზ) სასწავლო კურსებისათვის „ორგანიზაციული ქცევა“, „ინოვაცია და ცვლილებების მართვა“, „პროექტების მართვა“, „ლიდერობა“, „კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების მართვა“: მენეჯმენტი, საჯარო მმართველობა;

თ) სასწავლო კურსებისათვის „ციფრული მარკეტინგი“, „მარკეტინგული კომუნიკაციები“: მარკეტინგი;

ი) სასწავლო კურსისათვის „ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ორგანიზებაში“: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინფორმაციული სისტემები, განათლების მეცნიერება;

კ) სასწავლო კურსებისათვის „ინგლისური ენა, დონე A1-B1“, „ინგლისური ენა, დონე TOEFL 1“, „ინგლისური ენა, დონე TOEFL 2“: ინგლისური ფილოლოგია;

ლ) სასწავლო კურსებისათვის „გეოპოლიტიკა“, „მეტაგეოპოლიტიკა“: ეკონომიკა, პოლიტიკის მეცნიერებები, საერთაშორისო ურთიერთობები;

მ) სასწავლო კურსისათვის „აკადემიური წერა“: ქართუკი ფილოლოგია, განათლების მეცნიერება.  

კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი საბუთებისა და მასალების ნუსხა

  • განცხადება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ დირექტორისადმი დასაკავებელი თანამდებობის, არჩეული სასწავლო კურსების (ცხრილის მიხედვით) და წარმოდგენილი საბუთების/მასალების მითითებით;
  • კონკურსანტის პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  • კონკურსანტის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთი (საქართველოს მოქალაქეებისათვის - პირადობის მოწმობა, მოქალაქეობის არმქონე პირთათვის - ბინადრობის მოწმობა) და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  • დოქტორის/მაგისტრის დიპლომი ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი;
  • შრომის წიგნაკი და მისი ყველა შევსებული გვერდის ქსეროასლი ან შესაბამისი დაწესებულებების მიერ გაცემული ოფიციალური ცნობები და მათი ქსეროასლები, რომლებითაც დასტურდება:
  • შესაბამის სფეროში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღებ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება;
  • არსებობის შემთხვევაში - გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი, გაცემული საყოველთაოდ აღიარებული დაწესებულების მიერ ან ცნობა, გაცემული იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, რომელშიც დოქტორანტობის კანდიდატმა მიიღო ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, იმის თაობაზე, რომ ამ დაწესებულებაში შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული საგნების ერთი მესამედი ან მეტი მან ისწავლა გერმანულ, ინგლისურ, რუსული ან ფრანგულ ენაზე (თუ სერტიფიკატი ან ცნობა უცხოენოვანია, თან უნდა ახლდეს სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე);
  • სპეციალობით ან პედაგოგიური საქმიანობის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები (სერტიფიკატი, დიპლომი, მოწმობა) და მათი ქაეროასლები;
  • ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ცნობა სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელობაზე, მაგისტრანტების სახელისა და გვარის და სამაგისტრო ნაშრომების თემების მითითებით და ამ ცნობის ქსეროასლი;
  • იმ სადოქტორო ნაშრომების ავტორეფერატები, რომელთა სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო კონკურსანტი და ავტორეფერატების იმ გვერდების ქსეროასლები, რომლებზეც მითითებულია დისერტანტისა და მისი სამეცნიერო ხელმძღვანელის ვინაობა და დისერტაციის თემა;
  • ცნობები ბოლო 5 წლის მანძილზე კონკურსანტის მონაწილეობით შესრულებული, დასრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ, გაცემული იმ დაწესებულების მიერ, სადაც ეს პროექტები შესრულდა, პროექტის სახელწოდების, მისი შესრულების ვადების, პროექტის განხორციელებაში კონკურსანტის პოზიციის მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;
  • ის სამეცნიერო ჟურნალები, რომლებშიც ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებულია სამეცნიერო-კვლევითი სტატიები კონკურსანტის ავტორობით ან თანაავტორობით და ყოველი ჟურნალისა და მასში გამოქვეყნებული სტატიის პირველი გვერდის ქსეროასლი (შეფასდება მხოლოდ ისეთი სტატიები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);
  • სამეცნიერო კონფერენციების კრებულები, რომლებშიც გამოქვეყნებულია კონკურსანტის მოხსენებების თეზისები, ამ კრებულებისა და კონკურსანტის მოხსენებების მათში გამოქვეყნებული თეზისების პირველი გვერდების ქსეროასლები (შეფასდება მხოლოდ ისეთი მოხსენებების თეზისები, რომლებიც თემატურად ახლოსაა კონკურსანტის მიერ დასაკავებელი თანამდებობის მიმართულებასთან);
  • იმ სამეცნიერო ჟურნალების თითო ნომერი, რომლის რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრი იყო/არის კონკურსანტი, ამ ჟურნალის პირველი და იმ გვერდის ქსეროასლი, რომელშიც მითითებულია რედატორად, სარედაქციო კოლეგიის ან საბჭოს წევრად კონკურსანტის ყოფნა;
  • კონკურსანტის ავტორობით/თანაავტორობით გამოცემული მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები და მათი პირველი გვერდების ქსეროასლები;
  • ცნობები, გაცემული საერთაშორისო საგრანტო პროექტების დონორი ან ბენეფიციარი ორგანიზაციების/დაწესებულებების მიერ, რომლებითაც დასტურდება ამ პროექტებში კონკურსანტის მუშაობის გამოცდილება, თითოეულ პროექტში კონკურსანტის სტატუსის (პოზიციის) მითითებით და ამ ცნობების ქსეროასლები;
  • კონკურსანტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი მის მიერ არჩეული ერთ-ერთი სასწავლო კურსის სწავლების სტრატეგიის თაობაზე და მისი ქსეროასლი;
  • კონკურსანტის მიერ მომზადებული მეთოდური მასალა მის მიერ არჩეული ერთ-ერთი სასწავლო კურსის რომელიმე ერთი თემის დისტანციური სწავლებისათვის, რომლითაც შეფასდება სასწავლო პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და დისტანციური სწავლების ეფექტური გამოყენების უნარი - წერილობითი აღწერა და მისი ქსეროასლი და ვიდოგაკვეთილი, ჩაწერილი CD დისკზე; 
  • კონკურსანტის მიერ მომზადებული წერილობითი დოკუმენტი მის მიერვე შერჩეულ თემაზე სამეცნიერო კვლევის ჩატარების სტრატეგიის თაობაზე და მისი ქსეროასლი;
  • ერთი CD დისკი, რომელზეც .pdf ფორმატითაა ჩაწერილი საბუთების იმ ნაწილების დასკანერებული ასლები, რომელთა ქსეროასლებიცაა წარმოდგენილი.

საკონკურსო საბუთების/მასალების წარმოდგენის პირობები

  • კონკურსანტმა საბუთები უნდა წარმოადგინოს თვითონ, 2018 წლის 26 თებერვლიდან 7 მარტამდე, სამუშაო დღეებში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის“ რექტორის კანცელარიაში (ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა, 13, მე-3 სართული, ოთახი 305). 

საბუთები შემოწმდება წარმოდგენისთანავე. ქსეროასლების თითოეული ფურცლის შესაბამისობას დედანთან ქსეროასლზე ხელმოწერით ადასტურებენ კონკურსანტი და საბუთების მიღებაზე პასუხიმგებელი პირი. შემოწმების დასრულებისთანავე წარმოდგენილი საბუთების (გარდა განცხადებისა) დედნები უბრუნდება კონკურსანტს. ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში ყველა წარმოდგენილი საბუთი/მასალები უბრუნდება კონკურსანტს. უნივერსიტეტი უფლებამოსილია, შეამოწმოს წარმოდგენილი საბუთების (ასლების) ნამდვილობა. თუ რომელიმე საბუთი ყალბი აღმოჩნდა, კონკურსანტი დისკვალიფიცირებულ იქნება. 

საბუთების მიღებაზე პასუხისმგებელი პირია ანი კალანდია.

საკონტაქტო ტელეფონი: +995 431 24 52 97 (111).

კონკურსის პირობები
კონკურსი მოიცავს:

  • კონკურსანტის კვალიფიკაციის შემოწმებას კონკურსის პირობებთან წარმოდგენილი საბუთების მიხედვით: კონკურსანტი, რომლის კვალიფიკაციაც არ აკმაყოფილებს კონკურსის პირობებს, დისკვალიფიცირებულ იქნება - გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 14 მარტამდე;
  • კონკურსანტის კომპეტენციის შეფასებას წარმოდგენილი საბუთების მიხედვით: კონკურსანტთა კომპეტენცია შეფასდება 2018 წლის 19 მარტამდე, კონკურსანტები, რომელთა კომპეტენციის მაჩვენებელი ნაკლები იქნება კომპეტენციის მინიმალურ ზღვარზე, მოიხსნებიან კონკურსიდან;
  • გამოცდას გერმანულ, ინგლისურ, რუსულ, ფრანგულ ენებში (სავალდებულოა იმ კონკურსანტებისათვის, რომლებსაც არ აქვთ წარმოდგენილი ენის ცოდნის დამადასტურებელი, ამ განცხადებით გათვალისწინებული საბუთი): გამოცდა ჩატარდება შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში 2018 წლის 22 მარტს, 12:00 საათზე;
  • კონკურსანტების საჯარო ლექციების მოსმენა-შეფასებას: თითოეული კონკურსანტი 30 წუთიან საჯარო ლექციას წაიკითხავს საკონკურსო კომისიის სხდომაზე, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შენობაში, საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ თემაზე; საჯარო ლექციები ჩატარდება 2018 წლის 29-30 მარტს, 12:00-დან 18:00 საათამდე.

ინფორმაცია საჯარო ლექციის თემის, მისი ჩატარების ზუსტი  დროისა და ადგილის შესახებ კონკურსანტს მიეწოდება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით 2018 წლის 23 მარტს.

საკონკურსო კომისიის ყველა გადაწყვეტილება, მიღებული კონკურსანტთან დაკავშირებით, ამ კონკურსანტს ეცნობება ელექტრონული ფოსტითა და ტელეფონით გადაწყვეტილების მიღების დღესვე.

კონკურსის გამარჯვებულებს საკონკურსო კომისია გამოავლენს 2018 წლის 5 აპრილს.  

კონკურსანტთა შეფასების წესი

კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები და წესი დაწვრილებითაა აღწერილი შპს ქუთაისის უნივერსიტეტის შინაგანაწესის მე-7 თავში. შინაგანაწესის ტექსტი ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე: www.unik.edu.ge.