შპს ქუთაისის უნივერსიტეტის დირექტორის ბრძანება №34

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მართვის ეფექტიანობის მონიტორინგის და შეფასების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

09.03.2018                                                                                          ქუთაისი

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის წესდების 11.9-11.10 და 11.14 პუნქტების შესაბამისად ვბრძანებ:

  1. დამტკიცდეს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მართვის ეფექტიანობის მონიტორინგის და შეფასების ინსტრუქცია ამ ბრძანების დანართში მოცემულ სახით.
  2. საინფორმაციო სამსახურმა (ო. შენგელია) უზრუნველყოს დამტკიცებული ინსტრუქციის (ბრძანების დანართის) განთავსება შპს ქუთაისის ვებ-გვერდზე 16.03.2018-მდე.
  3. საქმეთა მმართველმა ამ ბრძანების დამოწმებული ასლები (დანართის გარეშე) გადასცეს რექტორს და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელს ფაკულტეტის დეკანის ოფისისა და დეპარტამენტების ჩათვლით.
  4. შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მართვის ეფექტიანობის მონიტორინგის და შეფასების ინსტრუქცია (ბრძანების დანართი) ამოქმედდეს 01.04.2018-დან. ინსტრუქციის ამოქმედებამდე სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელები გაეცნონ მას და გააცნონ სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებს და, საჭიროების შემთხვევაში, წარმოადგინონ მოხსენებითი ბარათი თანამშრომელთათვის ახსნა-განმარტებების მიზნით ტრნინგის ორგანიზების აუცილებლობის თაობაზე.
  5. ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან.

 

დირექტორი                                                   ნინო ხაზარაძე