ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს საუკეთესო განათლებით და კარიერული წინსვლის რეალური პერსპექტივით უზრუნველყოფს.სტუდენტთა დასაქმებისათვის გაწეული ძალისხმევა უნივერსიტეტის მიერ მიცემული დამატებითი ღირებულებაა და ის დადებითად აისახება ქუს რეიტინგზე.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა და სტუდენტთა დიდი ნაწილი დასაქმებულია და წარმატებით მოღვაწეობენ როგორც კერძო , ასევე საჯარო სექტორში.

 სტუდენტთა კარიერული განვითარების კოორდინატორი ანხორციელებს შემდეგ აქტივობებს:

  • პრაქტიკის ორგანიზება.
  • სტაჟირების ორგანიზება საჯარო და კერძო დაწესებულებებში.
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რომელიც ითვალისწინებს სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა სტაჟირებასა და დასაქმებას.
  • დამსაქმებლებთან სტუდენტების შეხვედრის ორგანიზება.სტუდენტთა და დამსაქმებელთა დაახლოების, დასაქმების და სტუდენტთა მოტივაციის ამაღლების მიზნით.
  • კურსდამთავრებულთა და დამსაქმებელთა გამოკითხვის ორგანიზება, მათი მოლოდინების განსააზღვრა ,რათა შესაძლებელი გახდეს სწავლა-სწავლების ხარისხის სწორად შეფასება, შესაძლო ხარვეზების აღმოფხვრა.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის ტრენინგ-კურსების ორგანიზება.
  • რეგიონის მასშტაბით არსებული ვაკანსიების შეგროვება და სტუდენტთა ინფორმირებულობა.
  • კონსულტაციების გაწევა პროფესიული ორიენტაციისა და დასაქმების საკითხებზე
  • ყოველწლიურად დასაქმების ფორუმში მონაწილეობის ორგანიზება.