საერთაშორისო საქმიანობის კოორდინაციისა და ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახური, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო საგრანტო პროექტებსა და სტუდენტთა გაცვლით  პროგრამებში მონაწილეობის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება. სტუდენტთა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა დღესაც გრძელდება.

 

დასრულებული გაცვლითი პროგრამები

 

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროგრამა, ერაზმუს მუნდუსი (Erasmus Mundus) წარმოადგენდა  თანამშრომლობისა და მობილობის პროგრამას უმაღლესი განათლების სფეროში, რომლის ფარგლებშიც შპს ქუთაისის უნივერსიტეტმა წარმატებით დაასრულა ორი პროექტი:

 

  1. EMBER – ერასმუს მუნდუს საგანმანათლებლო შესაძლებლობების გაფართოება
  2. HUMERIA – ჰუმანიტარული მეცნიერებები, განათლება, კვლევა, საერთაშორისო ურთიერთობები და ხელოვნება ევროკავშირისა და ENPI-ის უსდ-ებს შორის.

ამ პროექტების ფარგლებში ბაკალავრიატის 6-მა და მაგისტრატურის 1-მა სტუდენტმა ევროკავშირის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ურთიერთგაცვლით სასწავლო პროგრამებში მიიღო მონაწილეობა, დააგროვო კრედიტები და წარმატებით დაბრუნდა შინ. ამასთან, EMBER-ის პროექტის ფარგლებში შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში მობილობით სწავლობდა ერთი ბაკალავრიატის სტუდენტი სევილიის უნივერისიტეტიდან  (ესპანეთი). იხ. ცხრ.

 

ცხრ. მონაცემები სტუდენტური კონტინგენტის უკვე განხორციელებული მობილობის შესახებ

 

#

სტუდენტის

სახელი, გვარი

პროექტი

უნივერსიტეტი

ქვეყანა

სემესტრების რაოდ-ბა

სწავლის პერიოდი

მობილობის პერიოდში სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტები

1

მამუკა საღრიშვილი

EMBER

ვილნიუსის უნივერსიტეტი

ლიტვა

2

2014 - 2015

35

2

ნინო ჯაში

EMBER

ვილნიუსის უნივერსიტეტი

ლიტვა

2

2014 - 2015

40

3

გიორგი ბერაია

(მაგისტრატურა)

EMBER

ლოძის უნივერსიტეტი

პოლონეთი

2

2015 - 2016

104

4

კარმენ ბელო მერინო

EMBER

შპს ქუთაისის უნივერსიტეტი

საქართველო

1

2015

26

5

კახაბერ გალუმოვი

HUMERIA

ბაბეშ- ბოლიაის უნივერსიტეტი

რუმინეთი

1

2014

23

6

ავთანდილ ცნობილაძე

HUMERIA

მაზარიკის უნივერსიტეტი

ჩეხეთი

2

2014

48

7

ოთარი მიქაძე

HUMERIA

ბაბეშ- ბოლიაის უნივერსიტეტი

რუმინეთი

2

2015-2016

39

8

ნათია კორსანტია

HUMERIA

ბაბეშ- ბოლიაის უნივერსიტეტი

რუმინეთი

1

2015

23

მიმდინარე გაცვლითი პროგრამები

 

  • ამჟამად, ერთი აკადემიური სემესტრის განმავლობაში, ლისაბონის ტექნიკურ უნივერსიტეტში (პორტუგალია) 2017 წლის 29 ივნისს ხელმოწერილი ინტერინსტიტუციონალური შეთანხმების ფარგლებში მობილობით სწავლას განაგრძობს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მაგისტრატურის 2 სტუდენტი.
  • ამავე ინტერინსტიტუციონალური შეთანხმების ფარგლებში, 2018 წლის 4 ივნისს, გათვალისწინებულია ლისაბონის ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორის - პედრო სილვა ჟირაოს ვიზიტი ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც 5 დღის განმავლობაში ჩაატერებს საინტერესო ტრეინინგებს თანამედროვე აკადემიური კვლევებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების შესახებ. დაგეგმილია და უახლოეს მომავალში განხორციელდება ჩვენი თანამშრომლის - თეა კორძაძის საპასუხო 5 -დღიანი მობილობა ლისაბონის ტექნიკურ უნივერსიტეტში. 
  • „ერაზმუს+“ პროგრამის მიმდინარე „EUCA-INVEST“ პროექტის ფარგლებში, 2018 წლის ივნისში, შპს ქუთაისის უნივერსიტეტის მაგისტრატურის 2 სტუდენტი  და ბაკალავრიატის 7 სტუდენტი ერთკვირიან ბიზნეს ტრეინინგებს გაივლიან მაზარიკის (ჩეხეთი)  და  მინჰოს (პორტუგალია) პარტნიორ უნივერსიტეტებში. სტუდენტები შეირჩა კონკურსის საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ პროექტში მონაწილე ქუთაისის უნივერსიტეტის 29 სტუდენტი.