კურსდამთავრებულთა ასოციაცია

2007 წელს ქუთაისის უნივერსიტეტში შეიქმნა   კურსდამთავრებულთა ასოციაცია რომელიც  ამჟამად აერთიანებს 100-მდე წევრს. ასოციაციის მიზანია უზრუნველყოს კურსდამთავრებულთა კავშირი უნივერსიტეტთან და ერთმანეთთან.

ასოციაციის მიზნებია:

  1. ასოციაციის წევრებს შორის გრძელვადიანი პირადი და პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება
  2. კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდის ხელშეწყობა
  3. ქუთაისის უნივერსტეტის  საქმიანობისა და ბრენდის მხარდაჭერა
  4. კურსდამთავრებულთა და ქუთაისის უნივერსიტეტს შორის უკუკავშირის უზრუნველყოფა
  5. საერთაშორისო მმართველობითი ფასეულობების, მეთოდებისა და სტანდარტების გავრცელება საქართველოს ბიზნეს სექტორში
  6. კურსდამთავრებულთა საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლება

ასოციაციის მართვა

  • ასოციაციის მართვის უმაღლესი ორგანო – წევრთა საერთო კრება
  • საერთო კრება ირჩევს ასოციაციის გამგეობას 7 წევრის შემადგენლობით
  • ასოციაციის გამგეობა აირჩევა 2 წლის ვადით
  • ასოციაციის გამგეობა ირჩევს ასოციაციის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს

ასოციაციის წევრობა

  • ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ქუთაისის უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის კურსდამთავრებული
  • ასოციაციის წევრობა ნებაყოფლობითია
  • გაწევრიანებისათვის საკმარისია განაცხადის ფორმის შევსება და საწევროს გადახდა

ასოციაციის დაფინანსების წყაროები

  1. წევრთა მიერ გადახდილი წლიური საწევრო
  2. წევრთა შემოწირულობა
  3. მხარდამჭერი პირების და ორგანიზაციების შემოწირულობა
  4. ასოციაციის სპონსორობა
  5. სხვა არასამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი

შეავსეთ ასოციაციაში გაწევრიანების ანკეტა და გამოაგზავნეთ ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე career@unik.edu.ge

 

რას ფიქრობენ ჩვენზე...

გოდერძი შანიძე

\"\\\"

კიდევ ერთხელ მინდა მოვეფერო ჩემს მშობლიურ ქუთაისის უნივერსიტეტს. მახარებს მისი წარმატებები, რომელიც დაკავშირებულია სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის) უნივერსიტეტის არსებობასთან. ქუთაისის უნივერსიტეტმა მომცა თანამედროვე პროგრესული განათლება და ჩემს პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეიტანეს აქ მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებმა. მინდა კიდევ ერთხელ მათ დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის. ამჟამად მე თავად ვარ დაკავებული ქუთაისის უნივერსიტეტში პედაგოგიური მოღვაწეობით, რაც ჩემთვის ორმაგად საპასუხისმგებლოა.

მინდა წარმატებები ვუსურვო ქუთაისის უნივერსიტეტს და ვიმედოვნებ, რომ ის უსათუოდ დიდ წვლილს შეიტანს ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის განვითარებისა და მომავალი თაობის პროფესიონალებად ჩამოყალიბების საქმეში.

ხათუნა შალამბერიძე

\"\"

მე გახლავართ ქუთაისის უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებული - ხათუნა შალამბერიძე, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. ჩემი და მრავალი კურსდამთავრებულის წარმატება სწორედ რომ ამ უნივერსიტეტის დიდი დამსახურებაა.

ყველა კურსდამთავრებული ალბათ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით გაიხსენებს ჩვენი უნივერსიტეტის ფუძემდებლებს - დიდბუნოვან და მზრუნველ, ბუმბერაზ ადამიანებს ბატონებს ვალერიან ქელნაქიანსა და რევაზ ლაღიძეს. საშუალება მეძლევა და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი ჩვენს პატივცემულ და საყვარელ პროფესორ-მასწავლებლებს. წლების განმავლობაში, უნივერსიტეტის ყოველი თანამშრომლისგან მუდმივად ზრუნვა, ყურადღება, დახმარება ნამდვილად გამორჩეული და სამაგალითოა.

ძალიან მნიშვნელოვანი და საამაყოა ჩემთვის და ყველა კურსდამთავრებულთათვის, რომ დღეს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელთა კორპუსში ერთ-ერთი წარმატებული და ღირსეული ადგილის მფლობელია - ქუთაისის უნივერსიტეტი. ყოველივე ეს კი ენერგიული და მიზანდასახული რექტორატის მუშაობის შედეგია, რომლებიც მაქსიმალურად იხარჯებიან და ცდილობენ ამ უნივერსიტეტის ყოველმა სტუდენტმა მიიღოს 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი განათლება.

როგორც კურსდამთავრებული, ეხლანდელ და მომავალ სტუდენტებს მინდა გითხრათ, რომ იყო ქუთაისის უნივერსიტეტის - ბაკალავრი, მაგისტრი და დოქტორანტი უკვე ნიშნავს იყო წარმატებული.

თქვენთან ერთად ვუსურვებ ჩვენს უნივერსიტეტს მრავალი ათეული წლები აეთვალოს ღირსეული წარმატებებით.

 რონალდი ბრეგვაძე

\"\"

მოგესალმებით, მე გახლავართ როლანდ ბრეგვაძე ქუთაისის უნივერსიტეტის 2004 წლის კურსდამთავრებული. უნივერსიტეტში ვსწავლობდი ეკონომიკის ფაკულტეტის - მენეჯერ ეკონომისტის სპეციალობაზე, რომელიც წარჩინებით დავამთავრე და 2004 წლის აპრილის თვიდან მუშაობა დავიწყე ს.ს. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბისია“-ში, იმერეთის წარმომადგენლობის მენეჯერის პოზიციაზე.

მინდა ავღნიშნო, რომ უნივერსიტეტის პრაქტიკაზე ორიენტირებულმა სწავლებამ და დაგროვებულ თეორიულმა ცოდნამ, დიდი როლი ითამაშა ჩემს სამსახურეობრივ კარიერაში.

მაქვს პატივი, რომ დღეს უკვე უნივერსიტეტის თანამშრომელი ვარ და ვუძღვები „სადაზღვევო საქმის“ სალექციო კურსს.

როგორც კურსდამთავრებული, მინდა ვუთხრა ყველა აბიტურიენტს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, მისი საერთშორისო კავშირები და საინტერესო პროექტები სტუდენტებს საშულებას აძლევს აქტიურად ჩაერთონ ისევე, როგორც  საზოგადოებრივ საქმნიანობაში, ასევე სახელმწიფო მმართველობით დაწესებულებეში.

ქუთაისის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის თუ კერძო ბიზნესის სასურველი კადრია.