ნარგიზა ქარქაშაძე
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Nargiza.karkashadze@atsu.edu.ge
თინათინ გუგეშაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Tinatin.gugeshashvili@atsu.edu.ge
შურა უკლება
მოწვეული სპეციალისტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ნაშრომში მოცემულია კვლევის შედეგების ანალიზი, საიდანაც ნათლად ჩანს გამოკითხული რესპოდენტების 27,3% მიაჩნიათ, რომ მარკეტოლოგის კვალიფიკაციის დონე არასახარბიელოა, ამიტომ მათი აზრით კვალიფიციური სპეციალისტების მოსამზადებლად ყურადღება უნდა მიექცეს:
- მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავების უნარების გაუმჯობესებას;
- უცხო ენების ცოდნასა და დარგში არსებული კონკურენციის შესწავლის საკითხებს.
კვლევაში ყურადღება იყო გამახვილებული თუ რა თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება აქვს დღევანდელ მარკეტოლოგებს, ამ კუთხით რესპოდენტების მოსაზრებები ასეთია:
- საქართველოში ნაკლებად შეიძლება პრაქტიკული გამოცდილების მიღება- 9,1%;
- მარკეტოლოგებს ხშირად არა აქვთ საკმარისი გამოცდილება – 18,5%;
- წარმატებულ მარკეტოლოგებს კარგი ცოდნა და უნარ-ჩვევები აქვთ -18,5%.
- დღევანდელ წარმატებულ საწარმოებში მოქმედ მარკეტოლოგებს ნამდვილად გააჩნიათ მარკეტინგის თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება – 53,9%.
აღნიშნული მონაცემების ანალიზი იძლევა იმის საშუალებას გავერკვეთ რამდენად აქვს კომპანიებს ფინანსური საშუალება და სურვილი თავიანთი მარკეტოლოგები გამოცდილების მისაღებად სტაჟირებისათვის გაუშვან უცხოეთში და ამით აამაღლონ მათი კვალიფიკაციის დონე. ამასთან დაკავშირებით რესპოდენტების შეხედულებები შემდეგნაირად განაწილდა: საკმარისად -18,2%, არასაკმარისად -45,5%, ნაწილობრივ 36,4%. როგორც ჩანს კომპანიებს უჭირთ ფინანსების გაცემა აღნიშნული მიმართულებით და სწორედ ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსაზრებები დაფიქსირდა კითხვასთან მიმართებაში, რომელიც ეხებოდა მაღალკვალიფიციური მარკეტოლოგების მომზადების საკითხში კომპანიის დაინტერესების საკითხს, რაზეც რესპოდენტების მოსაზრებები ასეთია:
- წესით ძალიან უნდა იყოს დაინტერესებული, მაგრამ რეალურად არასათანადოდ აქცევს ყურადღებას მათი კვალიფიკაციის ამაღლების საკითხს;
- რაც დრო გადის, კომპანიები უფრო მეტად აცნობიერებენ მარკეტინგის საჭიროებას და აუცილებლობას, ამიტომ მიჩნიათ რომ კომპანიისათვის მათ კვალიფიკაციის ამაღლებაზე უნდა მოხდეს მუდმივი ზრუნვა;
- წარმატებული კომპანიები დაინტერესებულია, ხოლო დანარჩენები ნაკლებად;
- არ არის დაინტერესებული;
- იშვიათადაა დაინტერესებული;
- წესით საქმეზე ორიენტირებული და საღად მოაზროვნე კომპანიის მმართველი აპარატი, უნდა იყოს დაინტერესებული მარალკვალიფიციური მარკეტოლოგების მომზადების საკითხებით.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ჩვენი მოსაზრებით მიმაჩნია, რომ საუკეთესო მარკეტოლოგისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი უნარ-ჩვევების ქონა, ესენია;
- სურვილი მუდმივად აგრძელებდეს შესწავლას ახალი მარკეტინგული სტრატეგიების;
- იცოდეს თავისი კლიენტები და ბაზრები;
- დროის მენეჯმენტის უნარ-ჩვევების დემონსტრაცია;
- გაუძლოს დიდ სამუშაო დატვირთვას;
- შეისწავლოს და ესმოდეს მისი კონკურენტების;
- ზუსტი და ქმედითი მიზნების დასახვის უნარი;
- მუდმივად განავითაროს თავისი უნარ-ჩვევები.
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კომპანიათა უმეტესობას ფინანსური სტაბილურობის გამყარების მიზნით სურვილი აქვთ საქმიანი ურთიერთობები ჰქონდეთ უცხოელ პარტნიორებთან, აუცილებელია მარკეტოლოგი ფლობდეს უცხო ენას B2 დონეზე.
ირინა მუჯირი ადამიანური კაპიტალის ტრანსფორმაცია და ინოვაციური პროცესების აქტივიზაცია“http://research.ciu.edu.ge/uploads/files/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98.pdf
ნინო არაბული „ადამიანური კაპიტალი – ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“ https://geoeconomics.ge/?p=13281
მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა – ქვეყნების ტოპ 10 https://old.funtime.ge.
ქვეყნების სია წიგნიერების მაჩვენებლის მიხედვით https://vsegranituretskogo.ru/ka/teacher/samye-obrazovannye-strany-v-mire-desyat-samyh-obrazovannyh-stran/
Most Educated Countries https://wisevoter.com/country-rankings/most-educated-countries/
2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიში https://mes.gov.ge/index.php?lang=geo
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/61/umaghlesi-ganatleba
https://conferenceconomics.tsu.ge/?mcat=0&cat=arq&leng=ge&adgi=1187&title=%E1%83%9B%E1%83%.
Who is a Marketer and What is Their Role in Growing Businesses? https://emeritus.org/in/learn/what-is-marketer-and-marketer-role-in-business/
Кто такой маркетолог и чем он занимается? https://nadpo.ru/academy/blog/kto-takoy-marketolog-i-chem-on-zanimaetsya/