სხვადასხვა

განახევრებული ფასი ქუთაისის უნივერსიტეტისთვის – სასერითიფიკაციო პროგრამა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ – საჯარო აუდიტის ინსტიტუტი აცხადებს  საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამას, რომელიც გაგრძელდება 23 მარტიდან 10 ივლისის ჩათვლით ქ. თბილისში, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი №96 (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ადმინისტრაციული შენობა).

საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სასერტიფიკაციო პროგრამა არის საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ექსკლუზიური უფლება, რომელიც ანიჭებს პირს საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების განხორციელების უფლებას 5 წლის ვადით.

სასერტიფიკაციო კურსის მიზანია:

  • სპეციალური წესების, ხერხებისა და იმ მეთოდების სწავლება, რომლებიც გამოიყენება აუდიტორულ საქმიანობაში აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების (ასს) შესაბამისად
  • აუდიტის საკანონმდებლო ბაზის, ასს-ის შინაარსის, მოქმედების სფეროებისა და სტრუქტურის გაცნობა
  • აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებში ორიენტაციის უნარის ჩამოყალიბება
  • აუდიტორებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება

სასერტიფიკაციო კურსის თემატიკაა:

  • ფინანსური აუდიტი
  • შესაბამისობის აუდიტი
  • ეფექტიანობის აუდიტი
  • საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვა და ფინანსური ანგარიშგება
  • საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

შპს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტები და თანამშრომლები აღნიშნულ კურსს გაივლიან ნახევარ  ფასად.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ, როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის (www.sao.ge), ასევე სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.sai.ge), ან დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 032 2 054 615