საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტი სტუდენტებს საერთაშორისო სკოლაში მონაწილეობას სთავაზობს

უნივერსიტეტთაშორისი მოლაპარაკების საფუძველზე, ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტმა ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გამოჰყო სპეციალური კვოტა ონლაინ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობისთვის.

ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა არის ორკვირიანი (31 აგვისტო – 13 სექტემბერი) მულტიდისციპლინარული პროგრამა, რომელიც მონაწილეებს სთავაზობს მრავალფეროვან კურსებსა და პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიულ ვორკშოპებს სთავაზობს.

ქუთაისის უნივერსიტეტი შიდა წესით შერჩეულ დასწრების მსურველ 5 სტუდენტს  რეგისტრაციის საფასურს სრულად დაუფარავს.

კურსები:

– ბიოქიმიის ასპექტები სხვადასხვა სამედიცინო მდგომარეობისას (მედიცინა)
– 
კულტურული გეოგრაფია და კულტურული ტურიზმი (ტურიზმი და საზოგადოებრივი გეოგრაფია)
– 
დაბეგვრა და საბუღალტრო აღრიცხვა ციფრული ერასა და გლობალურ ეკონომიკაში (ეკონომიკაბიზნესიფინანსებიციფრული ტექნოლოგიები)
– 
კაპიტალის ბაზრის რისკების მენეჯმენტი (ბიზნესიმენეჯმენტიეკონომიკა)
– 
სამყაროსა და კოსმოლოგიის ისტორია (ისტორიაგეოგრაფიაფილოსოფია)
– 
უსაფრთხოება და კრიპტოგრაფია (ინფორმაციული ტექნოლოგიებიუსაფრთხოების კვლევები)
– 
მასმედია და საზოგადოებასთან ურთიერთობა – ტექნიკა და სტრატეგია (პიარ ტექნოლოგიებისაერთაშორისო ურთიერთობები)

ვორკშოფები:

  – პროაქტიული ჩართულობა უკეთესი სამოქალაქო საზოგადოებითვის  

  – პრეზენტაციის უნარები და არავერბალური კომუნიკაცია  

  – ლიდერობის კომპეტენციები და მუშაობის მომავალი  

  – შეცვლაზე ორიენტირბული აზროვნების გამომუშავებაწაახალისეთ საკუთარი თავიროგორც სოციალური მეწარმე  

  – საჯარო გამოსვლის სტრატეგიები  

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ინგლისურენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/W4GCsHphAd9Xik3S9

რეგისტრაცია პარასკევს, 31 ივლისს, შუადღის 12:00 საათზე შეწყდება. გამარჯვებულები ამავე დღეს გამოვლინდებიან.

ტიმისოარას დასავლეთ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს : http://ri.uvt.ro/west-university-of-timisoara-late-summer-school/