საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტებისთვის შესარჩევი კონკურსი უკვე გამოცხადდა!
უნივერსიტეტთაშორისი შეთანხმებების საფუძველზე ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის 2020-2021 აკადემიური წლის შემედგომის სემესტრში მობილობის მიზნით ხელმისაწვდომია შემდეგი ევროპული მიმართულებები:
- University of Applied Sciences, Burgenland (ავსტრია)
- University of Finance and Administration (ჩეხეთის რესპუბლიკა)
- Vistula University და WSB University of Dabrowa Gornicza (პოლონეთი)
- Varna University of Management (ბულგარეთი)
ქუთაისის უნივერსიტეტი გამარჯვებულ სტუდენტებს სრულად დაუფარავს ევროკავშირის მასპინძელ უნივერსიტეტში სწავლის გადასახადს, ისევე როგორც დანიშნულების ქვეყანაში გამგზავრებისა და დაბინავების საფასურს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, სტუდენტებმა უნდა შეავსონ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიერ მომზადებული ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა (ქართულ ენაზე) არაუგვიანეს 12 აგვისტოს შუადღის 12 საათისა – https://forms.gle/
სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმის ავტორებს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური მოიწვევს ინგლისური ენის გამოცდაზე (14 აგვისტო, 13:00 საათი), რომელიც ჩატარდება Moodle-ისა და Zoom-ის პლატფორმების გამოყენებით.
სტუდენტი, რომელიც გადალახავს ინგლისური ენის გამოცდას ან წარადგენს ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს (Toefl, Ielts, FCE…), ავტომატურად გადავა კონკურსის მომდევნო და საბოლოო ეტაპზე, რომელიც გულისხმობს ინგლისურენოვან გასაუბრებას Zoom-ის მეშვეობით (17 აგვისტო, 13:00 საათი).