სხვადასხვა

კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის – პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის – პროფესორის და  ასოცირებული პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

  1. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:

დარგობრივი ინგლისური ტურიზმის მიმართულებით  1 ასოცირებული პროფესორი;

რუსული ენა  1 ასოცირებული პროფესორი;

გერმანული ენა – 1 ასოცირებული პროფესორი;

ფრანგული ენა – 1 ასოცირებული პროფესორი;

გეოინფორმაციული სისტემები ტურიზმში -1 ასოცირებული პროფესორი;

ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლები 1 ასოცირებული პროფესორი;

ოპერაციათა მენეჯმენტი 1 ასოცირებული პროფესორი;

ფილოსოფიის შესავალი 1 ასოცირებული პროფესორი;

მსოფლიო კულტურის ისტორია – 1 ასოცირებული პროფესორი;

ფინანსური ანალიზი 1  ასოცირებული  პროფესორი;

ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები 1 ასოცირებული პროფესორი;

აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები1 ასოცირებული პროფესორი;

სამეცნიერო კვლევის სტრუქტურამეთოდები და ეთიკა 1 ასოცირებული პროფესორი;

ბიზნესის ეთიკა – 1 ასოცირებული პროფესორი;

სწავლების თანამედროვე მეთოდები 1 პროფესორი;

საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესის ორგანიზებაში– 1 პროფესორი;

კვლევის მეთოდები – 1 პროფესორი;

  1. საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:

 

პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

 

ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

  1.  საკონკურსო დოკუმენტაცია:

კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (განაცხადის წარდგენა ხდება ელექტრონულად ან/და ადგილზე, საქმისწარმოების სამსახურში info@unik.edu.ge);

ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდვითი ფორმით);

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების,1 პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები;

დ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადექვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);

ე) სხვა დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:

  1. პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
  2. მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება.

  1. . კონკურსის ვადები
  2. კონკურსი გამოცხადებულია 2020 წლის 1 სექტემბრიდან;
  3. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2020 წლის  1 ოქტობრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით;
  4. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება  არაუგვიანეს 2020  წლის 13 ოქტომბრისა;
  5. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2020   წლის 16 ოქტომბრისა;
  6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2020  წლის 22 ოქტომბრისა;
  7. დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახურში  2020 წლის 1 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით ელექტრონულად ან/და ადგილზე.

  1. საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის

კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს ქუთაისის უნივერსიტეტის საქმისწარმოების სამსახური.

საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, info@unik.du.ge

ტელ+995 (431) 23 79 79

 

 

 

1  იმ შემთხვევაში თუ პირი სწავლობს უცხოეთში ან უმაღლესი განათლება აქვს მიღებული უცხოეთში ვალდებულია წარმოადგინოს უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადა                 სტურებელი დოკუმენტი.