სხვადასხვა

შიდა სამაგისტრო გამოცდები იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტის  სამაგისტრო პროგრამებზე მიღება დაიწყო.

საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების სამაგისტრო პროგრამებზე მიღების წინაპირობებია:

ა) არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში მიმართულების მიხედვით;

გ) ტესტირება ინგლისურ ენაში (აპლიკანტმა უნდა დაადასტუროს B2 დონეზე ინგლისური ენის ფლობა). სტუდენტი უფლებამოსილია ენობრივი კომპეტენციის დონის დასადასტურებლად წარმოადგინოს შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატი (BEC exam and CELS exam – Vantage, TOEIC, TOEFL, Pritman ESOL International, IELTS, Cambridge Exam).

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ფინანსებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით, ტარდება წერითი ფორმით.  მაქსიმალური შეფასებაა 30 ქულა, ხოლო მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 16 ქულა.

ინგლისურ ენაში გამოცდა ტესტური ფორმით ტარდება. მაქსიმალური შეფასებაა 100 ქულა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 61 ქულა.