სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს შიდა სამეცნიერო-კვლევით კონკურსს.
კონკურსში მონაწილეობის პირობები
- საკონკურსო კვლევითი პროექტის თემატიკა: კოვიდ-19 გავლენები რეგიონის ეკონომიკაზე (შრომითი ბაზრის ცვლილებები რეგიონში, ტურიზმის სფეროს პრობლემები, ა.შ.)
- კონკურსში მონაწილე სუბიექტები
შიდა სამეცნიერო-კვლევითი კონკურსის მონაწილეები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
ა) წამყვანი მკვლევარი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ქუთაისის უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი;
ბ) მკვლევარი – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქე;
გ) მკვლევარის ასისტენტი – ქუთაისის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი (1-3 სტუდენტი).
- საკონკურსო დოკუმენტაცია
საპროექტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე მხოლოდ ელექტრონულად მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:
ა. განაცხადის ფორმა (დანართი 1);
ბ. საპროექტო განაცხადი ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი 2);
გ. განაცხადის ყველა მონაწილის CV/რეზიუმე (ქუთაისის უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი 3) (ქართულად/ინგლისურად);
დ. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ქართულად/ინგლისურად);
ე. უნივერსიტეტის სტუდენტის ცნობა (სტუდენტებისათვის) (ქართულად/ინგლისურად);
ვ. პროექტის განხორციელების განრიგი-საკვანძო ეტაპები (ქართულად/ინგლისურად);
ზ. პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება (დანართი 4) (ქართულად/ინგლისურად);
თ. ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში) (ქართულად/ინგლისურად);
ი. თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე (ქართულად/ინგლისურად).
- კვლევითი პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 10 000 ლარს.
- საკონკურსო დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა2020 წლის 30 ოქტომბერი.
საპროექტო განაცხადები მოგვაწოდოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე : science.center@unik.edu.ge.