სხვადასხვა

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია „სიმდიდრის განაწილების პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში“

Kutaisi University

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011 წლის 28-29 მაისს ჩატარდა საერთაშორისო სტუდენტური  კონფერენცია „სიმდიდრის განაწილების პრობლემები თანამედროვე მსოფლიოში“.

მასში მონაწილეობა მიიღო ქუთაისის უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტმა მონიკა ლაგვილავამ, რომელიც მსმენელის წინაშე წარსდგა თემით: „ქრთული ბიზნესის პოტენციალი – გზა მსოფლიო ბაზრისკენ“ და I  კურსის სტუდენტმა მაგდა ბრეგაძემ  თემით: „საქართველოში ბიზნესის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის განხორციელებული ღონისძიებების შედეგები“.

ორივე მონაწილე დაჯილდოვდა ყველაზე პერსპექტიული მომხსენებლის სიგელით.