2020 წლის 25 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტის, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ფარგლებში, ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა ნინო ქარსელაძემ ჩაატარა ონლაინ ვებინარი თემაზე ,,რა სახის ფსიქოლოგიური გამოწვევები ახლავს სასწავლო პროცესს?’’.
მსგავსი არაფორმალური განათლების შეხვედრები სტუდენტებში პოპულარობით სარგებლობს და აქტიურად იღებენ მონაწილეობას.
განხილულ იქნა შემდეგი თემები:
• მოტივაციის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში
• სტუდენტის კოგნიტურ-ემოციური რესურსულობა
• კომუნიკაციური თავისებურებები საუნივერსიტეტო ცხოვრებაში
გარდა ჩამოთვლილი თემებისა, სტუდენტებმა გამოხატეს პირადი მოსაზრებები და ვებინარის დიდი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.