8 ივნისს ქუთაისის უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტური თვითმმართველობის თავჯდომარის არჩევნები. წარმოდგენილი იყო სულ ორი კანდიდატურა: მეორე კურსის სტუდენტები – თეონა არაბიძე და დიტო ნუცუბიძე.
ხმის მიცემა დაიწყო 10:00 საათზე და დასრულდა 15:00 საათზე. კომისიის წევრები:
- კახიძე გურამი
- რუხაია ქეთი(ნდობით აღჭურვილი პირი)
- დევნოზაშვილი ნანა
- გოგბერაშვილი ნათია
- გრიგალაშვილი სოფო
- ლეჟავა ქრისტინე
- ენდელაძე ნიკა(ნდობით აღჭურვილი პირი)
არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 131 სტუდენტმა. ხმათა უმრავლესობით(76 ხმა) ქუთაისის უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავჯდომარე გახდა თეონა არაბიძე.