სხვადასხვა

ვებინარი თემაზე: ,,კიბერ უსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა პანდემიური სოციალიზაციის პირობებში”

2021 წლის 29 იანვარს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა ცენტრის ორგანიზებით, ამავე უნივერსიტეტის ფსიქოლოგმა _ ნინო ქარსელაძემ გამართა  ვებინარი თემაზე ,,კიბერ უსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა პანდემიური სოციალიზაციის პერიოდში’’.

ვებინარის სპიკერმა სტუდენტებთან ინტერაქციაში განიხილა თემები:

  • პანდემიის პერიოდში შეცვლილი სოციალიზაციის ფორმა
  • სოციალურ პლატფორმებზე კომუნიკაციური თავისებურებები
  • ციფრული იდენტობა
  • კიბერ-ბულინგის საფრთხეები
  • როგორ დავიცვათ ჩვენი ციფრული იდენტობა