საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ქუთაისის უნივერსიტეტსა და პოლონეთის დაბროვა გორნიცას WSB უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

 ქუთაისის უნივერსიტეტსა და პოლონეთის დაბროვა გორნიცას WSB საბანკო საქმის უმაღლეს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მხარეები თანხმდებიან  საერთაშორისო აკადემიური მობილობის ხელშეწყობაზე, ისევე როგორც აკადემიური ინფორმაციის და მასალების ურთიერთგაზიარებაზე, ერთობლივი კონფერენციების, ვებინარების, კვლევითი აქტივობების და ტრეინინგ კურსების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე. მემორანდუმზე დაყრდნობით მხარეები შეთანხმდნენ 2021-2022 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრში საერთაშორისო სტუდენტური მობილობის განხორციელებაზე.