სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტების საბუთების მიღება იწყება

2021-2022 სასწავლო წელს შპს ქუთაისის უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული  გამოცდებით ჩარიცხული აბიტურიენტებისთვის  საბუთების მიღების  და ხელშეკრულების გაფორმების პროცესი 3 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული), ან დედანი;

გ) სამხედრო მიწერის მოწმობა (ვაჟებისთვის);

დ)ფოტოსურათი 3X4 ერთი ცალი და ელექტრონული ვერსია CD-ზე.

იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი არასწრულწლოვანია, გთხოვთ, მობრძანდეთ კანონიერ წარმომადგენელთან ერთად და თან იქონოთ:

• მშობლის შემთხვევაში: მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, აბიტურიენტის დაბადების მოწმობის ასლი;

• მინდობილი პირის შემთხვევაში: მინდობილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.