საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

სრულად დაფინანსებული ერაზმუს მობილობა ხმელნიცკის ეროვნულ უნივერსიტეტში

 ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:

მასპინძელი უნივერსიტეტიხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა

სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება

მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2022/2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე

სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, სტუდენტურ საცხოვრებელში უფასო განთავსება

ადგილების რაოდენობა2

შესარჩევი კონკურსი დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად წარიმართება.

  • გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (სამშაბათი, 30 ნოემბერი, 16:30 საათი)

წერითი გამოცდა Moodle-ის პლატფორმაზე, ხოლო ზეპირი – Zoom-ის გამოყენებით ჩატარდება.

შენიშვნათუ სტუდენტი ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატებს წარმოადგენს, როგორებიცაა: IELTS, TOEFL, CAMBRIDGE, მას აღნიშნული გამოცდის ჩაბარება არ უწევს და კომისია საორიენტაციოდ მის სასერტიფიკატო გამოცდის ქულას იღებს.

  • გასაუბრება ინგლისურ ენაზე  (ხუთშაბათი, 2 დეკემბერი, 16:30 სთ)

გასაუბრება Zoom-ის პლატფორმაზე ჩატარდება .

შეფასების ელემენტები:

  • მოტივაცია აკადემიური განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პროფესიული განვითარების ჭრილში;
  • მოტივაცია პიროვნული განვითარების ჭრილში.

პარასკევს, 3 დეკემბერს სამუშაო დღის ბოლომდეკომისია კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 2 სტუდენტს გამოავლენს.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/by1E6ivLiTnV1gmHA

განაცხადების მიღება შეწყდება 29 ნოემბერს, 12:00 საათზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე: international@unik.edu.ge