ქუთაისის უნივერსიტეტი აცხადებს სრულად დაფინანსებულ სტუდენტურ შესარჩევ კონკურსს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად:
- მასპინძელი უნივერსიტეტი: ხმელნიცკის ეროვნული უნივერსიტეტი, უკრაინა
- სამიზნე საგანმანათლებლო პროგრამები: ეკონომიკა, ტურიზმი, ბიზნესის ადმინისტრირება
- მობილობის პერიოდი და ხანგრძლივობა: 2021/2022 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრი, 5 თვე
- სასტიპენდიო შეთავაზება: უფასო სწავლა, მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება, სტუდენტურ საცხოვრებელში უფასო განთავსება
- ადგილების რაოდენობა: 2
შესარჩევი კონკურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ისა და Moodle-ის პლატფორმების გამოყენებითა და ქუთაისის უნივერსიტეტის „საერთაშორისო მობილობის პროგრამაში მონაწილეობის წესის“ შესაბამისად.
- გამოცდა ინგლისურ ენაში – დონე B2 (ოთხშაბათი, 26 იანვარი, 12:00)
შენიშვნა: თუ სტუდენტი წარმოადგენს ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელ ისეთ ვალიდურ საერთაშორისო სერთიფიკატებს, როგორიცაა: IELTS, TOEFL, CAMBRIDGE, მას არ უწევს აღნიშნული გამოცდის ჩაბარება და კომისია საორიენტაციოდ იღებს მის სასერთიფიკატო გამოცდის ქულას.
- გასაუბრება ინგლისურ ენაზე (პარასკევი, 28 იანვარი, 16:00)
ორშაბათს, 31 იანვარს, კომისია გამოავლენს კონკურსის შედეგად მიღებულ ყველაზე მაღალი ქულების მქონე 2 სტუდენტს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ ქართულენოვანი სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/zcWmGUJ9cVFwTvF77
განაცხადების მიღება შეწყდება ორშაბათს, 24 იანვარს, შუა დღის 12:00 საათზე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს, ელ.ფოსტაზე: international@unik.edu.ge