სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტის “კონფუცის კლასის” ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ქუთაისის უნივერსიტეტის “კონფუცის კლასის“ ორგანიზებით  სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის ჩინური ენის სწავლების საკითხი განიხილეს.

ქუთაისის უნივერსიტეტში ჩინური ენის სწავლება  მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყება.

პირველ ეტაპზე  სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ჯგუფების ჩამოყალიბებაა განსაზღვრული. მეორე ეტაპზე, კი, “კონფუცის კლასი“ ნებისმიერი მსურველისთვის გახდება ხელმისაწვდომი.

ჩინური ენის სწავლება  ჩინეთიდან მოწვეული პედაგოგის ლი ბეიბეის მიერ ინგლისურ ენაზე განხორციელდება.