სხვადასხვა

პოსტერების კონკურსი

აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პლაგიატის პრევენციის კვირეულის ფარგლებში, ქუთაისის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე პლაგიატის პრევენცია .

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს.

კონკურსის მიზანია სტუდენტებში პლაგიატის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების გაცნობა.

პოსტერი შესაძლებელია შესრულებული იყოს თეთრი თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების/ფანქრების/აკრილის გამოყენებით.

პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის შემთხვევაში პოსტერი მოიხსნება კონკურსიდან).

პოსტერის ფორმატი: A3 (PDF)

ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.

გამარჯვებულები (I, II და III ადგილის მფლობელებიდაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით!

 

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2022 წლის 26 აპრილი.

 

პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ შემდეგ ელ.ფოსტაზეscience.center@unik.edu.ge (Subject-ში მიუთითეთ პოსტერების კონკურსი – თქვენი სახელი და გვარი ).