ქუთაისის უნივერსიტეტი პროექტ რურდის (უნივერსიტეტები როლი რეგიონალური განვითარებისთვის https://rurd.atsu.edu.ge/ ) წარმოგიდგენთ უწყვეტი განათლების (LLL Courses) კურსების სერიას, რომელიც მოიცავს ბევრ საინტერესო და აქტუალურ საკითხებს, როგორც კერძო ასევე საჯარო ორგანიზაციების განვითარებისთვის და მათი წარმატებული ფუნქციონირებისათვის.
ღონისძიების ფარგლებში უნივერსიტეტი წარმოადგენს დაინტერესებული საზოგადოებისთვის ისეთი თემების შესახებ ტრენინგებს, როგორიცაა:
- მედიაცია ბიზნესისთვის;
- ბაზრის კვლევის თანამედროვე მეთოდები;
- ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარება და სამოქმედო გეგმის შედგენა;
- მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა.
ტრენინგს ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სოფიო ყუბანეიშვილი გაუძღვება.
სოფიო ყუბანეიშვილი არის შპს ქუთაისის უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ადვოკატი საერთო სპეციალიზაციით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და ბავშვთა უფლებებზე სპეციალიზებული ადვოკატი, ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტი, აქვს სხვადასხვა სამართლებრივ თემებზე ტრენერად მუშაობისა და სამოქალაქო სამართლის პრაქტიკული კურსის წარმართვის მრავალწლიანი გამოცდილება. გავლილი აქვს სპეციალიზაციის კურსი „მედიაციაში“, ამჟამად უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს სასწავლო კურსს „მედიაცია – დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება“.
დრო: 14 ივნისი, 12:00 საათი;
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- მედიაციის ისტორია საქართველოში;
- მედიაციის პრინციპები;
- მედიაციის სახეები;
- მედიაციის უპირატესობები და მედიატორის დანიშვნის წესი;
- მედიაცია და დავის გადაწყვეტის სხვა ალტერნატიული საშუალებანი;
ტრენინგი ჩატარდება ქუთაისის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში;
ტრენინგზე სარეგისტრაციო ლინკი: RURD ტრენინგი თემაზე „მედიაცია ბიზნესისთვის“;
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 ივნისი;
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მოგვმართოთ: +995 (431) 23 79 79 (350); giorgi.datuashvili@unik.edu.ge.