სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში აზიური ფილმების ჩვენება გაიმართა

ქუთაისის  უნივერსიტეტში აზიური ფილმების ჩვენება გაიმართა.კინოსესიის  ფარგლებში მსურველებს  იაპონელი და ჩინელი კინემატოგრაფების შედევრების ნახვა ღია ცის ქვეშ, ფართო ეკრანზე შეეძლოთ.

დღე პირველი – კორეელი რეჟისორის ბონგ ჯონ-ჰოს ოსკაროსან ფილმს “პარაზიტი“,

დღე მეორე -ჰონგ-კონგელი კინორეჟისორის ვონგ კარ-ვაის “სასიყვარულო განწყობა“

დღე მესამე – იაპონელი რეჟისორის ისაო ტაქაჰატას ცნობილი ანიმე -“ციცინათელების სასაფლაო“

კინოჩვენების ინტერაქციული ნაწილი, სამივე დღეს, კინომცოდნე თამთა თურმანიძის მოდერატორობით ფილმების საჯარო განხილვითა  და დისკუსიით გაგრძელდა.

მონაწილეთა თხოვნის გათვალისწინებით, მსგავსი აქტივობები სამომავლოდაც დაიგეგმება.