სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში შიდა მობილობა იწყება

ქუთაისის უნივერსიტეტში 2022–2023 აკადემიური სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, შიდა მობილობით სარგებლობის მსურველ სტუდენტთა განცხადებების მიღება 2023 წლის 1 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით განხორციელდება.
ქუთაისის უნივერსიტეტის შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით:

 შპს ქუთაისის უნივერსიტეტში, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და  სამართლის, ფაკულტეტი:

  1. ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი II, IV, VI, VIII სემესტრი
  2. ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა*- 5 ვაკანტური ადგილი II, IV, VI, VIII სემესტრი
  3. ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა- 5 ვაკანტური ადგილი II, IV, VI, VIII სემესტრი
  4. სამართალი – 5 ვაკანტური ადგილი II სემესტრი

შენიშვნაეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზეშიდა მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტსრომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ჩაბარებული აქვს მათემატიკა .