საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრ ICEPS-ს” შორის მემორანდუმი გაფორმდა

“ქუთაისის უნივერსიტეტსა” და “პროფესიული კვლევების კოლეჯს – პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრ ICEPS-ს” (სერბეთი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას და სტუდენტებისა თუ აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

“პროფესიული კვლევების კოლეჯი – პროფესიული კვლევების საერთაშორისო ცენტრი ICEPS”  ” ქუთაისის უნივერსიტეტისთვის” სერბეთში რიგით პირველი პარტნიორია.