სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა განისაზღვრა

ქუთაისის უნივერსიტეტში 2023-2024 წლის შემოდგომის სემესტრის შიდა მობილობა იწყება!

განცხადებების მიღება საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის იწარმოებს 4 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით.

გთავაზობთ, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის, ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობით მისაღებ სტუდენტთა ვაკანტური ადგილების რაოდენობას:

  • ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრი;
  • ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა * – 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრი;
  • ტურიზმის საბაკალავრო პროგრამ ა- 5 ვაკანტური ადგილი I, III, V, VII სემესტრი;
  •  სამართალი – 5 ვაკანტური ადგილი – I, III სემესტრი;

ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაზე, შიდა მობილობით სარგებლობა შეუძლია სტუდენტს, რომელსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დამატებით საგნად ჩაბარებული აქვს მათემატიკა.

მობილობასთან დაკავშირებით კონსულტაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:

ტელ: +995 (431) 23 79 79

ელ-ფოსტა: info@unik.edu.ge