სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია: “სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურა, უფლებამოსილება, ანტიკორუფციული სამართალი” გაიმართება

7 დეკემბერს ქუთაისის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია: “ სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურა, უფლებამოსილება, ანტიკორუფციული სამართალი” გაიმართება.

ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და იურიდიული სამსახურის ორგანიზებით, ადამიანის უფლებათა საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო ლექცია: “სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს სტრუქტურა, უფლებამოსილება, ანტიკორუფციული სამართალი” გაიმართება.

საჯარო  ლექციას გაუძღვება სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი.

დასაწყისი: 7 დეკემბერი, 12:00 საათი.

ადგილმდებარეობა: ქუთაისის უნივერსიტეტი, წერეთლის ქ. 13, სამკითხველო დარბაზი.