ქუთაისის უნივერსიტეტი აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს.
ადგილმდებარეობა: ქუთაისი
შპს ,,ქუთაისის უნივერსიტეტი’’ აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე „დიპლომირებული მედიკოსის“ ინგლისურენოვან ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე აკადემიური პერსონალის – პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ- პროფესორის ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
- მედიცინის ფაკულტეტზე ვაკანტური პოზიციები:
1.1 საბაზისო მიმართულებები:
ა) ნეირო–ანატომია – პროფესორი -1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
ბ) ნეირო–ფიზიოლოგია – პროფესორი -1 ვაკანსია; ასისტენტ პროფესორი;
გ) უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია – ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
დ) ფარმაკოლოგია – ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
1.2 კლინიკური მიმართულებები:
ა) ენდოკრინოლოგია – ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
ბ) პედიატრია – პროფესორი – 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)
გ) ოფთალმოლოგია – ასოცირებული პროფესორი – 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)
დ) სამედიცინო ტოქსილოგია – ასოცირებული პროფესორი – 1ვაკანსია (აკადემიური ნიშნით)
ე) ნეიროქირურგია – ასისტენტ პროფესორი -1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
- საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნები მედიცინის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის:
- აღსანიშნავია, რომ დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვანი პროგრამის შემთხვევაში ნებისმიერი აკადემიური თანამდებობისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი – ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა:
ა) ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ) ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ე) ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
- საბაზისო მიმართულება:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- კლინიკური მიმართულება:
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით)
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 6 წლის მუშაობის გამოცდილება;
- სულ მცირე ბოლო 9 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (აკადემიური ნიშნით):
- დოქტორის აკადემიური ხარისხი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;
- სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება – ავტორიზებული, ან მასთან გათანაბრებული სტატუსის მქონე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება;
- სულ მცირე ბოლო 5 წლიანი კლინიკური გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
*არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
**უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება
** შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად (პროფესიული ნიშნით):
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
*არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
**პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში)ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
ნებისმიერი აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იქნება ეს აკადემიური თუ პროფესიული ნიშნით, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
- საკონკურსო დოკუმენტაცია:
კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია საბუთების წარმოდგენის ეტაპზე კომისიას წარმოუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (ივსება ელექტრონულად და იგზავნება Hr@unik.edu.ge );
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ და ინგლისურ ენაზე (ივსება ელექტრონული ფორმით დოკუმენტაციის გაგზავნის დროს);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები/ცნობები, სამეცნიერო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები/დოკუმენტის ასლები,
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ი) ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს კლინიკურ გამოცდილებას (კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში);
კ) შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში;
ლ) შესაბამისი სილაბუს(ებ)ი (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
მ) „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა.
კონკურსი ჩატარდება შპს „ქუთაისის უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესის“ (https://unik.edu.ge/PagePDF/f51cca605043eba497774e152b2364ae.pdf ) შესაბამისად და მოიცავს ორ ეტაპს:
- პირველი ეტაპი – კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა-შეფასება.
- მეორე ეტაპი – საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ლექცია ჩატარდება ინგლისურ ენაზე)
- კონკურსის ვადები:
1. კონკურსი გამოცხადებულია 2024 წლის 22 თებერვლიდან.
2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით;
3. კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 4 აპრილისა;
4. კონკურსის მეორე ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2024 წლის 11 აპრილისა
6. კონკურსის შედეგები გამოცხადდება არაუგვიანეს 2024 წლის 15 აპრილისა;
7. კონკურსანტის მიერ სააპელაციო განაცხადის წარმოდგენის ვადა 2024 წლის 15 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა წარადგინონ 2024 წლის 22 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით, ელექტრონულად ან/და ადგილზე.
- საკონტაქტო ინფორმაცია კონკურსანტებისათვის
კონკურსანტთა განაცხადების მიღებას, რეგისტრაციას, ასევე კონკურსანტთა კონსულტირებას უზრუნველყოფს შპს ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური.
საკონტაქტო რეკვიზიტები: ქუთაისის, წერეთლის N13, info@unik.edu.ge/hr@unik.edu.ge
ტელ: +995 (431) 23 79 79