სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში ტრენინგი თემაზე – “დაზოგვა, ბიუჯეტირება და ფინანსური უსაფრთხოება” გაიმართება

20 მარტს ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის და ფინ ედუს კოლაბორაციით, ფულის კვირეულთან დაკავშირებით, ტრენინგი თემაზე – “დაზოგვა, ბიუჯეტირება და ფინანსური უსაფრთხოება” გაიმართება.

ტრენინგს ეროვნული ბანკის ფინედუს ტრენერები გაუძღვებიან.

დასაწყისი: 13:00 საათი

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 საათი

ლექციაზე დასწრება შეუძლიათ ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

ტრენინგზე დამსწრე სტუდენტებს საგანმანათლებლო ბროშურები და სერტიფიკატები გადაეცემათ.