სხვადასხვა

მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და აიპი “მათემატიკოსის“ მიერ ორგანიზებული საკვირაო სკოლა დასრულდა

მათემატიკასა და კომპიუტერულ მეცნიერებებში ქუთაისის უნივერსიტეტისა და აიპი “მათემატიკოსის“ მიერ ორგანიზებული საკვირაო სკოლა დასრულდა.

სკოლის მუშაობაში იმერეთის სკოლების XI-XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

საკვირაო სკოლას ქუთაისის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი ოთარ შენგელია და ასოცირებული პროფესორები მალხაზ ჯინჯიხაძე,  გოჩა უგულავა და  მიხეილ გაგოშიძე  უძღვებოდნენ.

საკვირაო სკოლა 8 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყოველ კვირას ლექციებზე სხვადასხვა თემები იყო განხილული.

მოსწავლეებს საკვირაო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები, სკოლებს კი მადლობის ფურცელი გადაეცათ.