სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში “სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024” გრძელდება

“სამოქალაქო ჩართულობის სკოლა 2024”-ის ფარგლებში, ტრენინგი თემაზე – “სტუდენტთა პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარება” გაიმართა.

შეხვედრას USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის იურისტი ანა შალამბერიძე უძღვებოდა.

ტრენინგზე შემდეგი თემები იქნა განხილული:

  • განათლება და პროფესიული ზრდის კურსები
  • კომუნიკაცია
  • პრაქტიკული უნარ-ჩვევები
  • CV და მოტივაციის წერილის შედგენის ტექნიკები
  • შრომითი უფლებები საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით
  • შრომითი ურთიერთობის დაწყება და დასრულება, გაფიცვის უფლება და შრომითი ურთიერთობის შეჩერება.