სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

ქუთაისის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დაიწყო

პირველკურსელებს უნივერსიტეტის რექტორმა, ფაკულტეტის დეკანებმა, პროგრამების ხელმძღვანელებმა და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა მიმართეს და იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე ისაუბრეს, რომელსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

ოფიციალური მიღების შემდეგ, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვდნენ პირველკურსელებს, შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, სადაც მათ დამატებითი ინფორმაციის მიღების და კითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.